Jump to content

Recommended Posts

Posted

ვიდეო დაფების მწარმოებლები არ მალავენ, რომ მალე წარადგენენ NVIDIA-ს ვიდეო დაფებს, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება GeForce RTX 3070-ან შედარებით. ინფორმირებული წყაროების თანახმად, პარტნიორებისათვის Ampere-სერიის  შესაძლებლობები მკაცრად იზღუდება NVIDIA-ს საკუთარი მადით. მაგალითად, ახალი თაობის ვიდეო ბარათების შეთავაზება 250 აშშ დოლარად რთული იქნება. 

image.jpeg 

წყარო: VideoCardz 

NVIDIA-ს დამფუძნებლის საყვარელი თეზისი, რომლითაც ვიდეო დაფების საშუალო ფასის ზრდა აიხსნება, არს შეხსენება, რომ თამაშები ხდება სულ უფრო სანახაობრივი და შექმნისას - ხარჯიანი. მიმდინარე წელს ციფრულ გართხობაზე მოხოვნის ზრდის ტენდენცია შერწყმულია ბევრი რეგიონის სუსტ ეკონომიკასთან, ამიტომ ძვირადღირებული ვიდეო დაფების მწარმოებლები შორს ვერ წავლენ. რესურს Gamers Nexus-მა გამოაქვეყნა ვიდეო დაფების მწარმოებლების ჩივილი NVIDIA-ს საფასო პოლიტიკის მიმართ, რომელიც მათ ფაქტობრივად შანსს არ უტოვებს შემოსავალი მიიღონ 250-300 აშშ დოლარიანი ვიდეო დაფების გამოშვებისას. 

როდესაც ახალი გრაფიკული პროდუქტი ბაზარზე გამოსვლისთვის ემზადება, NVIDIA პარტნიორებს აძლევს რეკომენდაციას იმ კომპონენტების თვთღირებულების შესახებ, რომლებიც წარმოებისთვის აუცილებელია. GeForce RTX 30 სერიის ერთ-ერთი მოდელის ფასი უნდა იყოს 250-300 აშშ დოლარის დიაპაზონში და კომპანიამ უკვე მიაწოდა პარტნიორებს თავისი რეკომენდაციები, რომლებიც რეალობისგან შორსაა - ამტკიცებენ ვიდეო დაფების მწარმოებლები. 

მაგალიად, გაგრილების სისტემაზე გამოყოფილი ბიუჯეტია არაუმეტეს 5$ - ამ ფასად შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ უბრალო, ალუმინის რადიატორი ქულერით. განათება, სითბური მილები და თავად გაგრილების ეფექტურობა შეგვიძლია დავივიწყოთ. რეალურად, როგორც ვიდეო დაფების მწარმოებელი კომპანიები ამტკიცებენ, GeForce GTX 1650 ტიპის მოდელსაც კი სჭირდება 9-13 აშშ დოლარის ღირებულების გაგრილება, ხოლო GeForce RTX 2060-ის პოტენციურ მემკვიდრეს კი შეუძლია გაცილებით მეტი ბიუჯეტის მოთხოვნა გაგრილების სისტემის არჩევისას. სამწუხაროდ, NVIDIA- ამ არგუმენტების მოსმენა არ სურს. 

ინტერნეტ-წყაროები აღნშნავენ, რომ ასეთ პირობებში ვიდეო დაფების მწარმოებლები იძულებულნი იქნებიან ან დანებდნენ, ან გამოუშვან ვიდეო ბარათების შეზღუდული პარტია რეკომენდებულ ფასებში, შემდეგ კი ყურადღება გაამახვილო კომერციულად სიცოცხლისუნარიან საქმიანობებზე, რაც აუცილებლად გაზრდის ფასს სარეკომენდაციო 250-300 აშშ დოლარს ზემოთ. NVIDIA-ს მარკეტინგული პოლიტიკა ასევე დამოკიდებული იქნება კონკურენტულ გარემოზე, ის კი წელს უკვე აღარ არის მშვიდი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.