Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

სერვის Coin ATM Radar-ის მონაცემების თანახმად წლის დასაწყისიდან მოყოლებული მსოფლიოში არსებული კრიპტო ბანკომატების რიცხვი 83%-ზე მეტით გაიზარდა.  

სტატიის წერის მომენტში მოწყობილობების რიცხვი აღწევდა 11689 ერთეულს, 2020 წლის 1 იანვარს მათი რაოდენობა 6372 იყო. 

image.png 

წყარო: Coin ATM Radar. 

ამამად დღე-ღამეში დაახლოებით 24 Bitcoin-ბანკომატი მონტაჟდება.  

მათი უმეტესობა განავსებულია აშშ-ში - 9253 ერთეული ანუ მსოფლიოში არსებული აპარატების 79.2%. კანადაში დაყენებულია 892 (7,6%) Bitcoin-ATM, რაც ოდნავ ნაკლებია მთელ ევროპაში არსებულ ბანკომატებთან შედარებით. 

ევროპის ტეიტორიაზე განავსებულია 1257 (10,8%) ერთეულია, ლიდერია დიდი ბრიტანეთი, სადაც ხელმისაწვდომია 268 Bitcoin-ATM (2,3%). კრიპტომატები ჯამში მსოფლიოს 70 ქვეყანაშია დამონტაჟებული. 

მოწყობილობის მწარმოებელთა შორის ლიდერობენ კომპანიები Genesis Coin და General Bytes - მათი საბაზრო წილი შეადგენს 36% და 29.5%-ს, შესაბამისად. 

image.png 

 

წყარო: Coin ATM Radar. 

ტოპ-10 წამყვანი ოპერატორი მართავს მოქმედი Bitcoin-ATM-ების ნახევარზე მეტს (54.5%). ლიდერების სამეულია Coinflip, Bitcoin Depot და CoinCloud - წილი მთელი რაოდენობის 10%-ს შეადგენს. 

image.png 

 

წყარო: Coin ATM Radar. 

შეგახსენებთ, გერმანიის ფინანსურმა რეგულატორმა დააწესა წესები Bitcoin-ATM-ების ოპერატორებისთვის. კომპანია Shitcoins Club-ის მიერ დამონტაჟებული 17 მოწყობილობის კონფისკაციის მიუხედავად, ქვეყანაში მათი რიცხვი მატულობს და ამამად 37 ერთეულს აღწევს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.