Magdalena Posted November 10, 2020 Posted November 10, 2020 სერვის Coin ATM Radar-ის მონაცემების თანახმად წლის დასაწყისიდან მოყოლებული მსოფლიოში არსებული კრიპტო ბანკომატების რიცხვი 83%-ზე მეტით გაიზარდა. სტატიის წერის მომენტში მოწყობილობების რიცხვი აღწევდა 11689 ერთეულს, 2020 წლის 1 იანვარს მათი რაოდენობა 6372 იყო. წყარო: Coin ATM Radar. ამჟამად დღე-ღამეში დაახლოებით 24 Bitcoin-ბანკომატი მონტაჟდება. მათი უმეტესობა განთავსებულია აშშ-ში - 9253 ერთეული ანუ მსოფლიოში არსებული აპარატების 79.2%. კანადაში დაყენებულია 892 (7,6%) Bitcoin-ATM, რაც ოდნავ ნაკლებია მთელ ევროპაში არსებულ ბანკომატებთან შედარებით. ევროპის ტერიტორიაზე განთავსებულია 1257 (10,8%) ერთეულია, ლიდერია დიდი ბრიტანეთი, სადაც ხელმისაწვდომია 268 Bitcoin-ATM (2,3%). კრიპტომატები ჯამში მსოფლიოს 70 ქვეყანაშია დამონტაჟებული. მოწყობილობის მწარმოებელთა შორის ლიდერობენ კომპანიები Genesis Coin და General Bytes - მათი საბაზრო წილი შეადგენს 36% და 29.5%-ს, შესაბამისად. წყარო: Coin ATM Radar. ტოპ-10 წამყვანი ოპერატორი მართავს მოქმედი Bitcoin-ATM-ების ნახევარზე მეტს (54.5%). ლიდერების სამეულია Coinflip, Bitcoin Depot და CoinCloud - წილი მთელი რაოდენობის 10%-ს შეადგენს. წყარო: Coin ATM Radar. შეგახსენებთ, გერმანიის ფინანსურმა რეგულატორმა დააწესა წესები Bitcoin-ATM-ების ოპერატორებისთვის. კომპანია Shitcoins Club-ის მიერ დამონტაჟებული 17 მოწყობილობის კონფისკაციის მიუხედავად, ქვეყანაში მათი რიცხვი მატულობს და ამჟამად 37 ერთეულს აღწევს. https://bit.ly/32oyT8I Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.