Magdalena Posted November 9, 2020 Posted November 9, 2020 კომპანია Bitmain-მა დააანონსა მაინინგისთვის განკუთვნილი ახალი, მოდულური ტიპის აღჭურვილობის გამოშვება, რომელიც ორიენტირებული იქნება კრიპტოვალუტების მოპოვების მსხვილმასშტაბიან ოპერაციებზე. მოდული AntRack მოიცავს: სერვერულ სადგამს, კომუტატორს, ოთხ სერვერს, მართვის მთავარ პანელსა და თხევადი გაგრილების სისტემას. მოწყობილობის მთავარი კომპონენტებია ჰეშ-ფუნქციის გამომთვლელი დაფა, მართვის პანელი, კვების ბლოკი და ქულერები - შესაძლებელია ყოველი მათგანის „ცხელი შეცვლა“. Bitmain-ი ხაზს უსვამს, რომ ამგვარი მოდულური მიდგომა ამცირებს მოწყობილობის შეჩერების დროს. გამარტივებული და გაიაფებულია მომდევნო განახლება - საკმარისი იქნება მოწყობილობაში შეიცვალოს ჰეშ-დაფა ჩიპების ნაკრებით ამჟამინდელი 7-ნანომეტრიანიდან 5-ნანომეტრიანზე და ა.შ. მუშაობის დაწყებისას აუცილებელია ჩაირთოს სამფაზიანი კვება, ქსელის სადენი და თხევადი გაგრილების input/output. კომპანიამ გაითვალისწინა გადაწყვეტილება მონობლოკი ANTBOX მონაცემთა ცენტრებისთვის, რომელიც შემდგარი იქნება ათი AntRack-ისგან. უნდა აღინიშნოს, რომ Bitmain-ის დამფუძნებლების კონფლიქტი კვლავ გრძელდება: კონფერენციაზე, სადაც ახალი მოწყობილობა წარადგინეს, დამფუძნებლებს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა მოუწევდათ. როგორც აღმოჩნდა, მათ კონფერენციაში მონაწილეობა არ მიიღეს. ხსენებულ სამიტზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 5-ნანომეტრიან ჩიპებზე არსებული მოწყობილობა ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაში და უახლოეს დროში არ გამოვა. ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიკრი ჩანის ძველი განცხადების თანახმად 5-ნანომეტრიანი მაინერების მიწოდება 2021 წლის იანვარში უნდა დაიწყოს. https://bit.ly/2U6FtMU
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now