Jump to content

Recommended Posts

Posted

ორი წლის წინ იაპონიაში შეიქმნა კონსორციუმი Space Port Japan Association (SPJ) კოსმოსური ტურიზმის განვითარების შესახებ. საქმიანობის სფერო საინტერესოა, თუმცა არც ისე ახლო მომავლის საკითხი. 

image.jpeg 

ახლახანს ტოკიოს არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია Noiz Architects-მა კონსორციუმისთვის წარადგინა ტოკიოს ყურეში მცურავი კოსმოდრომის პროექტი. მიუხედვად იმისა, რომ წინადადება ფანტასტიკური ჩანს, პროექტი ორიენტირებულია სუბორბიტალურ ფრენებზე - ისეთებზე, რომლებიც უახლოეს წლებში რეალურად იქნება მიღწეული. მაგალითად, ტურისტულ სუბორბიტალურ ფრენებზე წინასწარი განაცადების შეკრება უკვე დაიწყო კომპანია Virgin Galactic-მა. ფასი შთამბეჭდავია - 250 ათასი აშშ დოლარი ერთი ადგილისთვის, თუმცა სამომავლოდ მსგავსი შემოთავაზებები გაიაფდება. 

Noiz Architects-ის პროექტი ორიენტირებულია Virgin Galactic-ის მსგავს ოპერატორებზე. დიდი, თუმცა ჩვეულებრივი თვითმფრინავი SpaceShipTwo Unity აფრინდება სტანდარტული საფრენი ბილიკიდან და მასზევე დაეშვება. მაქსიმალურ 15-16 ათას კილომეტრ სიმაღლეზე მიღწევის შემდეგ თვითმფრინავი გაუშვებს „კოსმოსურ თვითმფრინავ“ SpaceShipTwo-ს, რომელიც ამჯერად უკვე საკუთარი ძრავით აფრინდება კიდევ 80 კმ სიმაღლეზე, სადაც ტურისტები რამდენიმე წუთს გაატარებენ უწონადობის მდგომარეობაში და დატკბებიან შორეული დედამიწის ხედებით. ამის შემდეგ SpaceShipTwo კოსმოპორტში ჩვეულებრივი თვითმფრინავივით დაეშვება. 

image.jpeg 

თვითმფრინავი-ტრანსპორტერი საჰაერო სტარტისთვის. წყარო: Virgin Orbit 

კოსმოპორტის პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ „ჰორიზონტალური“ ფრენების მომსახურებას ახლოკოსმოსურ სივრცეში, არამედ ასევე სამომავლოდ შეეხება ნაკლებად შეძლებულ ტურისტებსაც. განთავსდება მუზეუმები, არტ-ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, საცურაო აუზები, „კოსმონავტების“ სავარჯიშო ცენტრები და ბევრი სხვა რამ. სანაპიროსთან კოსმოპორტი დაკავშირებული იქნება საავტომობილო ესტაკადით. 

Virgin Galactic-მა უკვე შეარჩია იაპონიის ერთ-ერთი ქალაქი, როგორ ცენტრი აზიის კოსმოსური ფრენებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.