Jump to content

Recommended Posts

Posted

შედგა ულტრაპორტატულ კომპიუტერ Razer Book 13-ის დებიუი, რომელსაც აქვს 13.4-დუიმიანი დისპლეი და მე-11 თაობის Intel Core (Tiger Lake ) პროცესორი. მოწყობილობის გაყიდვა დაიწყება მიმდინარე თვეში და მისი ფასი იქნება დაახლოებით 1200 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

ეკრანი შესაძლოა იყოს Full HD+ (1920 × 1200 პიქსელი) ფორმატის, სენსორული მართვის მხარდაჭერით ან მის გარეშე. მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოყენებულია სენსორული UHD+ (3840 × 2400 პიქსელი) პანელი. ყველა მოდიფიკაციის შემხვევაში ხელმისაწვდომია 100%-იანი sRGB ფერთა გამა.  

image.jpeg 

მოდიფიკაციის მიხედვით გამოყენებულია ჩიპი Core i5-1135G7 ან Core i7-1165G7. LPDDR4x-4267 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 ან 16 გბ-ს. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია SSD PCIe M.2 მოცულობით - 256 გბ ან 512 გბ. 

image.jpeg 

ლეპტოპს აქვს ინდივიდუალური Razer Chroma განათების ღილაკების მქონე კლავიატურა, ასევე აუდიო ქვესისტემა THX Spatial Audio, Wi-Fi 6 (802.11ах) და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერები. ხელმისაწვდომია ინტერფეისები - Thunderbolt 4 (USB Type-C), USB 3.2 Type-A, HDMI 2.0, microSD სლოტი და 3.5-მილიმტრიანი კონექტორი. 

image.jpeg 

ერთ სრულ დამუხტვაზე ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 11-14 საათი კომპლექტაციის შესაბამისად. ლეპტოპის ზომებია 295.6 × 198.5 × 15.5 მმ, წონა - 1.34 კილოგრამი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.