Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Bitcoin-მა შესაძოა განიცადოს „პარაბოლური“ ზრდა 2021 წელს პირველი კრიპტოვალუტის ფასის 2013 და 2017 წლებში აღმასლის ანალოგიურად. ამგვარი აზრი გამოთქვა Bloomberg Intelligence-ის საბირჟო პროდუქტების უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა. 

მისი თქმით, ამგვარი რამ შესაძლოა მოხდეს ისეთი პატერნების გამეორების შემხვევაში, როგორებიც შეინიშნებოდა მის მიერ მითითებულ წლებში. 

image.png 

„ახალი სიმაღლეები - ეს გახლავთ მომდევნო პოტენციური ინტეგრაცია. იგი შესაძლოა იყო მხოლოდ დროის ამბავი, თუკი რამე ისეთი გაუთვალისწინებელი არ მოხდება, რაც დაარღვევს Bitcoin-ის კიდევ უფრო ფართოდ აღიარების ტენდენციას და ბალანსს მოთხოვნასა და შეზღუდულ მიწოდებას შორის ”, - წერს ანალიტიკოსი. 

მაისში შემდგარ ჰალვინგს ბევრი ინვესტორისთვის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევს, რომელმაც შესაძლოა Bitcoin-ის ფასს უბიძგოს ახალი მაქსიმუმისკენ. მაინერების ჯილდოს 12,5 BTC-დან 6,25 BTC-მდე შემცირების შედეგი გახდა ის, რომ Bitcoin-ის წლიური ინფლაცია აღმოჩნდა ინვესტორების მიერ ყველაზე მეტად აღიარებული დამცავი აქტივის, ოქროს შესაბამის მაჩვენებელზე დაბალი. 

პირველი ჰალვინგი შედგა 2012 წელს, 2013 წელს კი Bitcoin-ის ფასი პირველად ავიდა 1000 აშშ დოლარს ზემოთ. 

მეორე ჰალვინგი შემდეგ 2016 წლის ივლისში Bitcoin-მა დაიწყო ეტაპობრივად ზრდა და გავიდა ისტორიულ მაქსიმუმზე - 20 ათას აშშ დოლარიან ნიშულზე 2017 წლის დეკემბერში. 

შეგახსენებთ, ოქტომბრის შეჯამებით Bitcoin-ის თვის მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ პირველად დაიხურა 13 ათას აშშ დოლარზე მაღალ დონეზე. 

Posted

რავიცი ტრამპი რომ მარცხდება ვითომ ეგ ეხმარებაო ყველა ფინანსურ ბაზრებს, მათ შორის კრიპტობაზარსაც, იმედია მაგის შემდეგ რეზკი დაცემა არ დაიწყება და შეინარჩუნებენ მაგხელა ფასებს, ეთერეუმმაც დაიწყო ისე ზრდა, 447$ იყო ასული უკვე ბიტკოინი კი რეკორდულ 15950$ მაჩვენებელზე რაც არ ყოფილა 2018 წლის აინვრიდან მოყოლებული, ეთერეუმს ჯერ ბევრი უკლია ამ წლის 487$-მდე 31 აგვისტოს რაზეც ავიდა მაგრამ მაინც აქვს პროგრესი მაგ კოინსაც

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.