Magdalena Posted November 6, 2020 Posted November 6, 2020 Bitcoin-მა შესაძლოა განიცადოს „პარაბოლური“ ზრდა 2021 წელს პირველი კრიპტოვალუტის ფასის 2013 და 2017 წლებში აღმასვლის ანალოგიურად. ამგვარი აზრი გამოთქვა Bloomberg Intelligence-ის საბირჟო პროდუქტების უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა. მისი თქმით, ამგვარი რამ შესაძლოა მოხდეს ისეთი პატერნების გამეორების შემთხვევაში, როგორებიც შეინიშნებოდა მის მიერ მითითებულ წლებში. „ახალი სიმაღლეები - ეს გახლავთ მომდევნო პოტენციური ინტეგრაცია. იგი შესაძლოა იყო მხოლოდ დროის ამბავი, თუკი რამე ისეთი გაუთვალისწინებელი არ მოხდება, რაც დაარღვევს Bitcoin-ის კიდევ უფრო ფართოდ აღიარების ტენდენციას და ბალანსს მოთხოვნასა და შეზღუდულ მიწოდებას შორის ”, - წერს ანალიტიკოსი. მაისში შემდგარ ჰალვინგს ბევრი ინვესტორისთვის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევს, რომელმაც შესაძლოა Bitcoin-ის ფასს უბიძგოს ახალი მაქსიმუმისკენ. მაინერების ჯილდოს 12,5 BTC-დან 6,25 BTC-მდე შემცირების შედეგი გახდა ის, რომ Bitcoin-ის წლიური ინფლაცია აღმოჩნდა ინვესტორების მიერ ყველაზე მეტად აღიარებული დამცავი აქტივის, ოქროს შესაბამის მაჩვენებელზე დაბალი. პირველი ჰალვინგი შედგა 2012 წელს, 2013 წელს კი Bitcoin-ის ფასი პირველად ავიდა 1000 აშშ დოლარს ზემოთ. მეორე ჰალვინგის შემდეგ 2016 წლის ივლისში Bitcoin-მა დაიწყო ეტაპობრივად ზრდა და გავიდა ისტორიულ მაქსიმუმზე - 20 ათას აშშ დოლარიან ნიშნულზე 2017 წლის დეკემბერში. შეგახსენებთ, ოქტომბრის შეჯამებით Bitcoin-ის თვის მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ პირველად დაიხურა 13 ათას აშშ დოლარზე მაღალ დონეზე. https://bit.ly/369KnON Quote
George Posted November 6, 2020 Posted November 6, 2020 რავიცი ტრამპი რომ მარცხდება ვითომ ეგ ეხმარებაო ყველა ფინანსურ ბაზრებს, მათ შორის კრიპტობაზარსაც, იმედია მაგის შემდეგ რეზკი დაცემა არ დაიწყება და შეინარჩუნებენ მაგხელა ფასებს, ეთერეუმმაც დაიწყო ისე ზრდა, 447$ იყო ასული უკვე ბიტკოინი კი რეკორდულ 15950$ მაჩვენებელზე რაც არ ყოფილა 2018 წლის აინვრიდან მოყოლებული, ეთერეუმს ჯერ ბევრი უკლია ამ წლის 487$-მდე 31 აგვისტოს რაზეც ავიდა მაგრამ მაინც აქვს პროგრესი მაგ კოინსაც Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.