Jump to content

Recommended Posts

Posted

თავის დროზე ილონ მასკმა უარი თქვა Tesla-ს ხელმძღვანელის სრულფასოვან ხელფასზე და არჩია შემოსავალი მიეღო ფიქსირებულ ფასად ოფციონებისა და აქციების შეძენის შედეგად. ამგვარმა მიდგომამ მას საშუალება მისცა მიეღო არანაკლებ 11 მლრდ აშშ დოლარი თანაც მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. იგი ამტკიცებს, რომ ფული მიმართულია მარსის კოლონიზაციის დაჩქარებისკენ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AFP, Getty Images 

Tesla-ს დამფუძნებელმა მორიგი მიმოწერა განათავსა Twitter-ზე. მან ჯერ კიდევ 2018 წელს თქვა უარი თავისი, როგორც გენერალური დირექტორის ხელფასზე, თუმცა აღიარა, რომ იმ დროს არ ელოდა აქციების ასე სწრაფ და დიდ გაზრდას. ნებისმიერ შემთხვევაში, მასკმა პირობა დადო, რომ აქციების ამგვარი სქემის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულის დახარჯვას იგი აპირებს უახლოეს ორ ათწლეულში ადამიანების მარსზე გასამგზავრებელი კოსმოსური მისიების მომზადებაში. 

მასკმა კიდევ ერთი საინტერესო რამ განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლის შუა პერიოდიდან 2019 წლის შუა პერიოდამდე დროში, როდესაც Tesla აქტიურად ზრდიდა ელექტრომობილ Model 3-ის წარმოების მოცულობას, კომპანია არსებობის ისტორიაში ყველაზე ახლოს იდგა გაბანკროტებასთან. რეალურად, როგორც მასკმა განმარტა, კომპანია გაკოტრებისგან იხსნა საბრუნავი კაპიტალის მარაგმა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ Tesla-ს ხელმძღვანელობა იმ დროს აცხადებდა, რომ Model 3-ის წარმოებისთვის კომპანიას ჰყოფნიდა საკუთარი ფინანსები, მოზიდული დამატებითი კაპიტალი კი საჭირო იყო მხოლოდ უსაფრთხოებისთვის ისეთ შემთხვევაში, თუ კონკურენტის ბაზარზე გაუთვალისწინებელი ცვლილებები მოხდებოდა. 

კომპანიას გაუჭირდა პანდემიის პირველ ეტაპზე კალიფორნიაში კონვეირების გათიშვის დროს, მაგრამ მან ბოლო კვარტალი ოპერაციული მოგებით დაასრულა ისევე, როგორც წინა ოთხი. Tesla არ კარგავს იმედს, რომ ამ წლის ბოლოსთვის დაახლოებით 500 ათასი ელექტრომობილი მიწოდებას შეძლებს და ასევე უახლოეს წლებში ელოდება ამ ტიპის პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.