Magdalena Posted November 4, 2020 Posted November 4, 2020 დეკემბერში PayPal წარადგენს კრიპტოსავალუტო სერვისებზე წვდომას აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის პირველ ნახევარში კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვისაც. ამის შესახებ ისაუბრა PayPal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა. PayPal-ის მომხმარებლები შეძლებენ კრიპტოვალუტების გამოყენებას პროდუქციის ან სერვისების საფასურის გადახდისთვის 28 მილიონ იმ სავაჭრო წერტილში, რომლებიც კომპანიის პლატფორმაზე მუშაობენ - განმარტა შულმანმა. მისი თქმით, კრიპტოვალუტებისადმი ინტერესმა კომპანიის მოლოდინს 2-3-ჯერ გადააჭარბა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ PayPal გაზრდის კრიპტოვალუტების შესყიდვის ყოველკვირეულ ლიმიტს 10 ათასიდან 15 ათას აშშ დოლარამდე. შულმანმა აღნიშნა, რომ კომპანია შეძლებს მუშაობის დაწყებას ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებთან (CBDC). მისი აზრით, მათი გამოშვება მხოლოდ დროის საკითხია. შეგახსენებთ, PayPal-მა ოქტომბერში დააანონსა Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის ფუნქციის ამოქმედება. https://bit.ly/2HPHnPr 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now