Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Apple-მა დაგზავნა 2020 წლის შემოდგომის მესამე პრეზენტაციის მოსაწვევები. ღონისძიება ჩატარდება 10 ნოემბერს ონლაინ-ფორმატში კომპანიის შტაბ-ბინიდან. პრეზენტაციის სლოგანია ფრაზა „კიდევ რაღაც“. 

დაზუსტებით ცნობილი არ არის, რას წარადგენს კომპანია. Bloomberg-ის მონაცემებით, კომპანია გეგმავს წარადგინოს ახალი Mac-კომპიუტერები, რომლებიც აგებული იქნება საკუთარი წარმოების ARM-პროცესორებზე. ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ეს მოწყობილობები იქნება პირველი კომპიუტერები პროცესორებით, რომლებიც მთლიანად Apple-ის მიერ იქნება შემუშავებული. 

Apple-ის ხელმძღვანელმა Tim Cook-მა განაცხადა, რომ კომპანია მალე გადავა საკუთარ ARM-პროცესორებზე WWDC 2020-ზე. მან პირობა დადო, რომ მოწყობილობები იქნება წარმადობის ახალი დონის მქონე და ენერგოეფექტური. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ დეველოპერებისთვის გაცილებით მარტივი იქნება აპლიკაციების ოპტიმიზაცია Mac სისტემაში. 

ოქტომბერში წყაროებმა განაცხადეს, რომ 2020 წლის ბოლოს Apple წარადგენს ერთ ლეპტოპს ARM-პროცესორით. სავარაუდოდ, ეს იქნება 13-დუიმიანი MacBook Pro ან 12-დუიმიანი ჩვეულებრივი MacBook. მოწყობილობის ტექნიკური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ მას ექნება უკეთეს წარმადობა Intel-ის ჩიპებზე არსებულ მოწყობილობებთან შედარებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.