Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ოქტომბრის შეჯამებით, თვიურ გრაფიკში Bitcoin-ის მაჩვენებელი 2017 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დაიხურა 13 ათას აშშ დოლარიანი ნიშნულით. 

ბირჟა Bitstamp-ის გრაფიკის თანახმად, 2017 წლის დეკემბერში Bitcoin-ის მაჩვენებლად დაფიქსირდა 13 880 აშშ დოლარი, მიმდინარე წლის ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი კი 13 816 აშშ დოლარია. 

image.png 

BTC/USD-ის თვიური გრაფიკი TradingView-ს მიხედვით 

გასულ თვეში არსებული ისეთი ნეგატიური მოვლენების მიუხედავად, როგორიც იყო აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) სარჩელი BitMEX-ის წინააღმდეგ და OKEx-ზე თანხის გატანის გაყინვა, Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. 

მიმდინარე წელს პირველი კრიპტოვალუტისთვის ოქტომბერი აღმოჩნდა ყველაზე დადებითი თვე აპრილის შემდეგ, როდესაც მოხდა ბაზრის აღდგენა მარტისეული ვარდნის შემდეგ. 

ტრეიდერები ხშირად განიხილავენ თვის მაჩვენებელს აქტივის გრძელვადიანი და მაკრო-ტრენდების შეფასებისთვის. ფსიქოლოგიური დონის მკაფიო გარღვევა, მაგალითად Bitcoin-ის 13 ათას აშშ დოლარიანი ნიშნულის შემთხვევაში, როგორ წესი მიუთითებს ტექნიკურად აღმასვლას. 

შეგახსენებთ, შაბათს, 31 ოქტომბერს, Bitcoin-ის ფასმა განაახლა 2020 წლის მაქსიმუმ 14 ათას აშშ დოლარს ზემოთ. 

Posted

რამდენჯერმე შეეცადნენ 14000$ გაცდენას მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, მემგონი 13800$ შეჩერდებიან ამჯერადაც და მერე დაიწყებს ისევ დაცემას, ნუ უკვე ჩამოვიდა 13500$-მდე ლამის, ეთერეუმიც 400$ ქვემოთაა, თუმცა დღეს გაცდა 400$ ღამით, ალტკოინები ძალიან სკრომნათ უბერავენ, ეგ ბიტკოინია შედარებით კარგ ფორმაში

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.