Jump to content

Recommended Posts

Posted

მობილური NVIDIA GeForce RTX 30 ვიდეო დაფების ხაზი შემუშავების ეტაპზეა, სულ მცირე ოთხი ვარიანტი დამყარებული იქნება Ampere არქიტექტურაზე. ინფორმაცია ვრცელდება Harukaze5719-ის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ high-end კლასის მობილური მოწყობილობების მახასიათებლები იგზავნება პარტნიორებთან, ანონსი კი მოსალოდნელია CES 2021-ზე. 

image.png 

NVIDIA-მ გაგზავნა საწყისი მახასიათებლები და გზავნის პირველ „პრიორიტეტულ“ შეკვეთებს GeForce RTX 30 სერიის მობილურ გრაფიკულ პროცესორებზე. RTX 30 სერიის მობილური მოწყობილობების ხაზი ჩაანაცვლებს ამჟამად არსებულ RTX 20 სერიის მოწყობილობებს, რომლებიც დამყარებულია Turing არქიტექტურაზე, ამასთან შემოგვთავაზებს გაუმჯობესებულ წარმადობას. შეგვიძლია ვიხილოთ TGP-ის დიდი განსხვავება Max-Q მოდელებსა (ოპტიმიზებული ეფექტურობა) და Max-P მოდელებს შორის (ოპტიმიზებული წარმადობა) ამ თაობაში. 

image.jpeg 

NVIDIA გვავაზობს მინიმუმ ოთხ ვარიანტს GeForce RTX 30 გრაფიკული პროცესორების ხაზიდან ლეპტოპებისთვის. მათ მიეკუთვნება GeForce RTX 3080, RTX 3070, RTX 3060 Max-Q და RTX 3060 Max-P. ამ ხაზში შესაძლებელია ველოდოთ დეკსტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილ GeForce RTX 3080 დაფების მსგავს მახასიათებლებს, თუმცა შემცირებული ტაქტის სიხშირეებით. ასევე ცხადია, რომ NVIDIA გამოიყენებს GDDR6 მეხსიერებას GDDR6X-ის ნაცვლად RTX 3080 Max-Q დაფებში. NVIDIA GeForce RTX 3070 ხელმისავწდომი იქნება მხოლოდ Max-Q ვერსიის სახით და იგი განკუთვნილია მაღალი წარმადობის ლეპტოპების მქონე ენთუზიასტებისთვის. მობილური გრაფიკული პროცესორი RTX 3070 წარმოდგენილი იქნება SK Hynix GDDR6 მეხსიერებით, ნომინალური ძაბვა იქნება 1.2 ვატი, სიჩქარე - 12 გბ/წმ. შედარებისთვის, დესკტოპ ვერსიის სიჩქარეა 14 გბ/წმ. 

image.png 

მობილურ GeForce RTX 3060-ს ექნება შემცირებულია გრაფიკული პროცესორი GA104 ან GA106 და ეს დაფაც ხელმისაწვდომი იქნება Max-Q და Max-P ვარიანტების სახით. ასევე მოსალოდნელია, რომ მომდევნო წელს გამოვიდეს Intel Tiger Lake-H ლეპტოპები 8 ბირთვითა და 16 ნაკადით, რომლებიც ასევე ინტეგრირებული იქნება NVIDIA GeForce RTX 30 გრაფიკულ ხაზთან. იგი კონკურენციას გაუწევს AMD RDNA 2-ის ბაზაზე არსებულ Radeon RX 6000 სერიასა და Intel DG2 Xe HPG-ს 2021 წელს. 

Posted

ეგ როცა ამდ მობილურ სეგმენტში დაჟე RTX2060 საპასუხო კარტაც კი არ გამოუშვია დღემდე, ვითომ ნავის სერიიდან აპირებენო და ვნახოთ აბა რას გამოუშვებენ საინტერესოს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.