Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

მას შემდეგ, რაც საგადახდო კომპანია PayPal-მა გამოაცხადა Bitcoin-ისა და მრავალი სხვა კრიპტოვალუტის მხარდაჭერის დაწყება, მის მაგალითს სამომავლოდ მიჰყვებიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Visa, Mastercard და American Express. ამგვარი აზრი გამოქვა Bloomberg-თან ინტერვიუში Galaxy Investment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაცმა. 

მისი მოლოდინის თანახმად, Visa-მ და Mastercard-მა შესაძლოა მათ პარტნიორ მერჩანტებს კრიპტოვალუტებზე, მათ შორის Stablecoin-ებზე, წვდომა წლის განმავლობაში შესთავაზონ. 

უკვე აღარ ჩნდება კითხვა - წარმოადგენს თუ არა კრიპტოვალუტები ინტერესის ობიექტს, არის თუ არა Bitcoin-ი აქტივი, გახდება თუ არა ბლოკჩეინი ფინანსური ინფრასტრუქტურის ნაწილი. საკითხავი არის არა ის, მოხდება თუ არა, არამედ ის - როდის მოხდება. ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი გეგმა“ - განაცხადა ნოვოგრაცმა. 

მასთან, Bitcoin-ზე საუბრისას ნოვოგრაცი მასში ხედავს ფასეულობის დაგროვების საშუალებას და ეჭვი ეპარება, რომ კრიპტოვალუტა ფართო გავრცელებას პოვებს საგადახდო საშუალების ფორმით 

„არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება უახლოეს ხუთ წელიწადში. Bitcoin-ი გამოიყენება დაგროვების საშუალებად, ამიტომ როგორც ოქრო, ასევე ციფრული ოქრო, იგი უბრალოდ ზრდას გააგრძელებს. სულ უფრო მეტი ადამიანი მოისურვებს მის ჩართვას საკუთარ საფულეში“ - აღნშნა ნოვოგრაცმა. 

შეგახსენებთ, PayPal-მა გამოაცხადა Bitcoin-ის, Bitcoin Cash-ის, Ethereum-ისა და Litecoin-ის ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის ფუნქციის ამოქმედება ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს. კომპანია ელის, რომ ახალი ფუნქცია ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების გლობალურ გამოყენებას და მოამზადებს ქსელს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტებისთვის. 

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროდუქციის ხაზის გაფართოების მიზნით PayPal განიხილავს კრიპტოსავალუტო კომპანიების შეძენის ვარიანტებს. მათ შორის არის დამუშავებისა და მეურვეობის სერვისი BitGo. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.