Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Acer-მა წარადგინა ულტრაკომპაქტური პორტატული კომპიუტერი Chromebook Spin 513 Chrome OS-ის ბაზაზე. ახალ ლეპტოპს აქვს კომპაქტური კორპუსი, მაღალი წარმადობისა და ავტონომიურობის მაჩვენებელი, მუშაობს 4G LTE ქსელში. თუმცა მისი მთავარი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ იგი დამყარებულია Qualcomm-ის ARM-პროცესორზე. 

image.jpeg 

ლეპტოპის დადებითი მახასიათებელია თხელი და საიმედო კორპუსი. ზედა ნაწილი დამზადებული ალუმინისგან, ეკრანი და თაჩპედი დაცულია Corning Gorilla Glass-ით. დისპლეის ზომა 13.3 დუიმია, დამზადებულია IPS ტექნოლოგიით, გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს. დისპლეის ირგვლივ მოცემულია თხელი ჩარჩოები, რისი წყალობით ეკრანის ფართობის შეფარდება კორპუსის ფრონტალურ ნაწილთან 78 %-ის ტოლია. 

კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ორი ინტეგრირებული მიკროფონი, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ხმას ვიდეოკონფერენციის მსვლელობის ან ხმოვანი დამხმარის გამოყენებისას. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვერსია განათების მქონე კლავიატურით, რისი გათვალისწინებით ქრომბუკის გამოყენება მოსახერხებელი იქნება ცუდი განათების პირობებშიც კი. 

image.jpeg 

ლეპტოპის აპარატული საფუძველია გამომთვლელი პლატფორმა Qualcomm Snapdragon 7c, რომელიც აგებულია რვა Kryo 468 ბირთვის მქონე 8-ნანომეტრიანი პროცესორის ბაზაზე. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული ადაპტერი Adreno 618. ლეპტოპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 გბ-მდე (LPDDR4X), შიდა მეხსიერება - 128 გბ-მდე. მწარმოებელი კომპანიის მონაცემებით, Spin 513-ს შეუძლია დამუხტვის გარეშე იმუშაოს დაახლოებით 14 საათი. 

მოწყობილობაში წარმოდგენილია 4G LTE მოდული, რომელიც უზრუნველყოფს ქსელთან უწყვეტ წვდომას. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს 2×2 MIMO ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 ადაპტერები. მოწყობილობას გააჩნია ორი USB Type-C USB 3.2 Gen 1-ის მხარდაჭერით, შესაძლებელია DisplayPort-თან დაკავშირება USB-C-ს მეშვეობით და დამუხტვა USB სადენით. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინტერფეისი USB Type-A. ქრომბუკი იწონის მხოლოდ 1.2 კგ-ს, კორპუსის სისქე 15.55 მილიმეტრია. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ Acer-მა აგრეთვე წარადგინა ვერსია Chromebook Enterprise Spin 513, რომელიც საბაზისო მოდელისგან განსხვავდება Chrome OS-ის განბლოკილი ფუნქციით, რაც მიმართულია კორპორატიული მომხმარებლების უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფისკენ. რაც შეეხება გაყიდვის თარიღსა და ფასს, ქრომბუკის ორივე ვერსია მომდევნო წლის დასაწყისიდან გაიყიდება. საბაზისო ვერსიის ფასი იწყება 429 ევროდან, ბიზნეს-სეგმენტისთვის განკუთვნილი ვარიანტის ფასი კი იქნება არანაკლებ 699 ევრო. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.