Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოჩნდა Ampere გრაფიკული პროცესორის ბაზაზე არსებული ფლაგმანური NVIDIA RTX A6000 დაფის პირველი ტესტები. ტესტირების შედეგები გამოქვეყნდა AdoredTV-ს მიერ და გვიჩვენებს, რას უნდა ველოდოთ სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი, NVIDIA-ს ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფისგან, რომელმაც Quadro RTX 6000 უნდა ჩაანაცვლოს. 

image.png 

NVIDIA RTX A6000 დაანონსდა მიმდინარე თვეში. Tesla ბრენდზე უარის შემდეგ კომპანიამ ასევე გადაწყვიტა უარი ქვას ბრენდ Quadro-ზე სამუშაო სადგურების პროფესიონალურ ვიდეო დაფებში. დაფის სახელწოდება იქნება უბრალოდ RTX A6000 და იგი განკუთვნილი იქნება სამუშაო სადგურების ბაზრისა და კონტენტის შემქმნელთა სეგმენტისთვის. მახასიათებლების თანახმად RTX A6000 დაფა აგებულია GA102 გრაფიკულ პროცესორზე (84 SM / 10752 CUDA ბირთვი). RTX A6000 შემოგვავაზებს უფრო მაღალ ტაქტის სიხშირეებს, ვირე A40. 

image.png 

NVIDIA RTX A6000 ვიდეო დაფის ტესტები: 

image.png 

რაც შეეხება წარმადობას, ტესტირების შედეგები წარმოდგენილია SPECviewperf 2020 ტესტების ნაკრებში 3800x2120 გაფართოებაზე, რომელშიც მოხდა Quadro RTX 6000-სა და RTX A6000-ის შედარება. RTX A6000-მა უპირატესობა აჩვენა თიქმის ყველა ტესტში მაქსიმალური 25%-ით. საშუალოდ კი RTX A6000 11%-ით სწრაფი აღმოჩნდა Quadro RTX 6000-ან შედარებით. 

image.jpeg 

NVIDIA თავისი პარტნიორი კომპანიების მეშვეობით RTX A6000 ვიდეო დაფას გამოუშვებს დეკემბრის შუა რიცხვებში, უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი კი იგი მომდევნო წლის დასაწყისიდან გახდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.