Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტო ბირჟა Binance-მა განახორციელა BNB-ტოკენების მეცამეტე ყოველკვარტალური „დაწვა“. მიმოქცევიდან გამოვიდა 2 253 888 BNB, მათ შორის 867 BNB-ის ჩათვლით ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მომხმარებლების დაკარგული აქტივეის აღდგენას. 

დამწვარი ტოკენების ჯამურმა ღირებულებამ 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ აღნიშნა, რომ ეს მოვლენა უმსხვილესია დოლართან ეკვივალენტში და სიდიდით მეოთხეა BNB-ის ისტორიაში. 

image.png 

წყარო: binance.com. 

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე კომენტარი გააკეთა ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ ბოლო კვარტლის განმავლობაში მის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორი. 

„ვთვლი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში DeFi განსაზღვრავს მომავალს და უკან ჩამოიტოვებს ცენტრალიებულ ბირჟებს, თუმცა ეს მალე არ მოხდება“ - დაწერა Zhao-მ. 

იგი დარწმუნებულია, რომ ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებები, როგორებიცაა ლიკვიდურობის პულები და ონჩეინ-კრედიტირება, გააგრძელებს არსებობას, თუმცა მომგებიანობა დროთა განმავლობაში შემცირდება „გონივრულ“ დონემდე. 

Zhao-მ გაიხსენა ძირითად ქსელ Binance Smart Chain-ი, რომელიც სმარტ-კონტრაქტების შექმნისა და BNB-სტეიკინგით გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, კომპანია აპირებს ამ პროექტში დამატებით თანხების ინვესტირებას.  

გასულ კვირაში Binance-მა შეარჩია პროექტების პირველი ნაწილი, რომლებიც გრანტებს მიიღებენ 100 მლნ აშშ დოლარის კაპიტალის მქონე ფონდიდან. გამარჯვებულებს შორის არიან ავტომატური მარკეტმეიკერები AnySwap და BakerySwap, მონაცემთა პლატფორმა გეიმინგ-გადაწყვეტილების მომწოდებლებისთვის - Arkane Network, Binance Smart Chain-ზე ლიკვიდურობის მთავარი მომწოდებელი PancakeSwap, აგრეთვე პროექტები Bitquery და Proxima. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.