Magdalena Posted October 20, 2020 Posted October 20, 2020 Ryzen 5000 თაობის პროცესორები 5 ნოემბრიდან გაიყიდება. ეტაპობრივად ცნობილი ხდება დეტალები ახალი პროდუქტების შესახებ. ამჯერად გამოქვეყნდა პირველი ტესტირების შედეგები. კომპიუტერულ ენთუზიასტ harukaze5719-ის Twitter-ზე გამოჩნდა პოპულარულ ბენჩმარკ SiSoftware-ზე ტესტების გრაფიკი. სამწუხაროდ, ოპერატიული მეხსიერების მახასიათებლები მითითებული არ არის, Ryzen-პროცესორების წარმადობა კი დიდწილად დამოკიდებულია მის ტაქტის სიხშირეებზე. თუკი ამ მონაცემებს ვენდობით, არითმეტიკულ ამოცანებში Ryzen 5600X, 5800X და 5900X საშუალოდ 15%-ით სწრაფია წინამორბედებთან - Ryzen 3600X, 3800X და 3900Х პროცესორებთან შედარებით. მულტიმედია გამოთვლებში იგრძნობა უფრო მეტი უპირატესობა - არქიტექტურა Zen 3 დაახლოებით 25-30%-ით სწრაფი აღმოჩნდა კონფიგურაციების მიხედვით. ამ მონაცემების გათვალისწინებით, მიუხედავად მაღალი ფასისა, ახალი არქიტექტურა უზრუნველყოფს წარმადობის ღირსეულ ზრდას. დარჩა გეიმინგ-წარმადობის ტესტების ჩატარება, რადგანაც მომხმარებელთა უმეტესობა მძლავრ ჩიპებს სწორედ ამ მიზნით ყიდულობს. https://bit.ly/3nXJvEO 1
Vinchenso Posted October 28, 2020 Posted October 28, 2020 ძალიან საინტერესოა რა იქნება როცა გაიტესტება
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now