Jump to content

Recommended Posts

Posted

ღონისძიება Mars Society Convention 2020-ის ფარგლებში, რომელიც ონლაინ-კონფერენციის ფორმატში ჩატარდა, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გამოთქვა აზრი, რომ მარსზე პირველი დასახლებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია პლანეტის ჩრდილოეთი რაიონები. 

image.jpeg 

„ადამიანები ისურვებდნენ ისეთ რაონებშ დასახლებას, სადაც ყინულია, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება ჟანგბადისა და ენერგიის მიღებისთვის. გარდა ამისა, ამ რაიონებში ადვილი იქნებოდა აპარატების დასმა, რომლებიც დამუხრუჭებისთვის მარსის ატმოსფეროს იყენებენ“ - განაცხადა მასკმა. 

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ პილოტირებული ექსპედიციის წევრებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა ისეთი სიმძლავრეების შექმნა, რომლებიც აუცილებელია სარაკეტო საწვავის წარმოებისთვის, ასევე კავშირის სისტემის ორგანიზებისთვის. მასკის აზრით, ადამიანებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ მარსზე ყინულის მოპოვების ორგანიზება, რადგანაც შესაძლებელია მისი გამოყენება საწვავის წარმოებისთვის. რაც შეეხება კომუნიკაციას, დედამიწასა და მარსს შორის დაკავშირებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას მძავრი ლაზერები, რომლებიც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე იმყოფებიან. ასევე ითქვა, რომ ადამიანებს შესაძლოა მოუწიოთ გვირაბების გაყვანა მარსის ზედაპირის ქვეშ. თუმცა ამისათვის, SpaceX-ის ხელმძღვანელის თქმით, გაცილებით ნაკლებად მასიური ტექნიკაა საჭირო, ვიდრე ამჟამად გამოიყენება. 

სიტყვით გამოსვლის დროს ითქვა, რომ ორბიტაზე რაკეტა Starship-ის პროტოტიპის საწვავით გამართვის პროცესის ტესტირება შესაძლოა 2022 წელს განხორციელდეს. შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში საზაფხულო ტესტირებების მსვლელობისას Starship-ის პროტოტიპმა წარმატებით მიაღია 45.7 მეტრ სიმაღლეს, შემდეგ კი მშვიდობით დაეშვა შესაბამის პლატფორმაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.