Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD Ryzen 5000 სერიის პირველი პროცესორების გაყიდვის დაწყება 5 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. პროცესორები უკვე გამოჩნდა სხვადასხვა უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიაში, ამჯერად კი ახალი მოდელები შეგვიძლია ვნახოთ Amazon-ის იტალიურ ვებ-გვერდზე. კატალოგში სულ წარმოდგენილია 4 მოდელი, მათი ფასი იმაზე მაალია, ვიდრე მითითებული იყო ფინეთისა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პლატფორმებზე. ყველა ფასი მოცემულია დღგ-ს გათვალისწინებით. იტალიაში დღგ-ს სტანდარტული განაკვეთი 22%-ს შეადგენს. ქვემოთ მოცემულია Amazon-ის ფასები და AMD-ის სარეკომენდაციო ფასი. 

image.jpeg 

წყარო:  Amazon.it 

  • Ryzen 9 5950X 1031,84 € (AMD: 799 $) 

  • Ryzen 9 5900X 694,70 € (AMD: 549 $) 

  • Ryzen 7 5800X 569,62 € (AMD: 449 $) 

  • Ryzen 5 5600X 379,30 € (AMD: 299 $) 

image.png 

პროცესორების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება სარეკომენდაციო ფასს. ასევე, ახალი მოდელები გაცილებით ძვირია წინა თაობის ანალოგებთან შედარებით. 

ღირს თუ არა დიდი თანხის გადახდა Zen3 არქიტექტურის ბაზაზე შექმნილ პროცესორებში - მალე შევიტყობთ. სპეციალისტების ინფორმაციით, საინფორმაციო მედია პირველ სატესტო ნიმუშებს მომდევნო კვირაში მიიღებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.