Magdalena Posted October 19, 2020 Posted October 19, 2020 AMD Ryzen 5000 სერიის პირველი პროცესორების გაყიდვის დაწყება 5 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. პროცესორები უკვე გამოჩნდა სხვადასხვა უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიაში, ამჯერად კი ახალი მოდელები შეგვიძლია ვნახოთ Amazon-ის იტალიურ ვებ-გვერდზე. კატალოგში სულ წარმოდგენილია 4 მოდელი, მათი ფასი იმაზე მაღალია, ვიდრე მითითებული იყო ფინეთისა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პლატფორმებზე. ყველა ფასი მოცემულია დღგ-ს გათვალისწინებით. იტალიაში დღგ-ს სტანდარტული განაკვეთი 22%-ს შეადგენს. ქვემოთ მოცემულია Amazon-ის ფასები და AMD-ის სარეკომენდაციო ფასი. წყარო: Amazon.it Ryzen 9 5950X 1031,84 € (AMD: 799 $) Ryzen 9 5900X 694,70 € (AMD: 549 $) Ryzen 7 5800X 569,62 € (AMD: 449 $) Ryzen 5 5600X 379,30 € (AMD: 299 $) პროცესორების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება სარეკომენდაციო ფასს. ასევე, ახალი მოდელები გაცილებით ძვირია წინა თაობის ანალოგებთან შედარებით. ღირს თუ არა დიდი თანხის გადახდა Zen3 არქიტექტურის ბაზაზე შექმნილ პროცესორებში - მალე შევიტყობთ. სპეციალისტების ინფორმაციით, საინფორმაციო მედია პირველ სატესტო ნიმუშებს მომდევნო კვირაში მიიღებს. https://bit.ly/3dxPDPk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.