Jump to content

Recommended Posts

Posted

უკვე ცნობილია, რომ NVIDIA გეგმავს კიდევ რამდენიმე დაუანონსებელი მოდელის გამოშვებას Ampere არქიტექტურის მქონე ახალ სერიაში. პირველ რიგშ ეს იქნება GeForce RTX 3080 Ti, რომელსაც ექნება 20 გბ ვიდეომეხსიერება. გარდა ამისა, მოსალოდნელია ვერსია GeForce RTX 3070 Super, რომელსაც ექნება 16 გბ მეხსიერება. სტანდარტულ მოდელს „Super“ სუფქსის გარეშე 8 გბ მეხსიერება აქვს. უფრო მეტიც, ცნობილია მსგავსი დაფების გამოვლის მიახლოებითი ვადები. ამჟამად არსებული ცნობებით, ისინი გამოვა დეკემბერში და ძლიერ კონკურენციას გაუწევს AMD-ის Big Navi-ს. 

image.png 

გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ამ ცნობებს და გვიზიარებს ახალი დაფების ფასებსაც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩენ წინაშეა უფრო მძლავრი ვიდეო დაფები, მაღალი ფასები გარდაუვალია. როგორც ცნობილია, პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული GeForce RTX 3080 Ti დაფის ფასი 999 აშშ დოლარს შეადგენს, რეფერენსული მოდელის ფასი კი 849 აშშ დოლარიდან იწყება. ცნობილია, რომ მეხსიერების მოცულობის გაზრდის წყალობით ახალი დაფა შეძლებს უზრუნველყოს გაუჯობესებული გეიმინგ-წარმადობა და ამ მაჩვენებლით RTX 3090-ს მიუახლოვდეს. 

image.png 

GeForce RTX 3070 Super დაფის ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება. როგორც ჩანს, NVIDIA-მ ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა ეს საკითხი, რადგანაც გაყიდვაში ჯერ სტანდარტული მოდელი RTX 3070 არ გამოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ არ იცის როგორი მოთხოვნა იქნება და შეძლებს თუ ვერა მოთხოვნის უზრუნველყოფას. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ  ყველაფერი დამოკიდებულია Radeon RX 6900 XT-ს წარმატებაზე. თუკი AMD-ის ფლაგმანი შეძლებს ღირსეული კონკურენციის გაწევას, ასეთ შემხვევაში დასაშვებია ველოდოთ კარგ ფასდაკლებებს, თუმცა ეს საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსალოდნელია ორივე დაფის შეზღუდული ტირაჟი. 

 

Posted

მანქანის ფასები ადევს :D

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.