Jump to content

Recommended Posts

Posted

დასრულდა მიმდინარე წელს NVIDIA-ს მეორე კონფერენცია NVIDIA GPU Technology Conference. კომპანიამ წარადგინა მთელი რიგი საინტერესო პროდუქტები, რომელთა შორის იყო გრაფიკის დამუშავებისა და გამოთვლების აჩქარებისთვის განკუთვნილი პროფესიონალური ვიდეო დაფები RTX A6000 და A40 გრაფიკულ არქიტექტურა Ampere-ს ბაზაზე.  

image.png 

მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ არ ჩანდა ბრენდი Quadro, თუმცა ამ დრომდე მიზეზი ცნობილი არ იყო. ამჟამად, როგორც პორტალი AnandTech აცხადებს, NVIDIA-მ დაადასტურა, რომ ბრენდი Quadro ბაზრიდან გავა და, როგორ ნავარაუდევი იყო, ეს გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებულია გრაფიკის დამუშავებისა და გამოთვლების სფეროების გაერთიანებით. 

ბრენდი Quadro გამარტივდება და ეტაპობრივად გავა ბაზრიდან. სამომავლოდ, ყველა პროფესიონალურ გადაწყვეტილებას მიენიჭება ბრენდის გარეშე სახელები. ვიზუალიზაციისთვის განკუთვნილი პროფესიონალური დაფებისა და გამომთვლელი ვიდეო მოწყობილობების საწარმოო ხაზების გადაკვეთამ გამოიწვია ამ მოდელების შერწყმის გარდაუვალობა, რადგანაც ისინი სულ უფრო მეტად ემსგავსებოდნენ ერთმანეთ ფუნქციონალითა და ფასით. 

NVIDIA ისწრაფვის შექმნას ერთიანი ბრენდი, რომელიც მოიცავს ორივე ბაზარს და ასახავს კომპანიის გრაფიკული გადაწყვეტილებების მოქნილობას. ამავე დროს, შედეგად შესაძლებელი გახდება დუბლირებული მოდელების რაოდენობის შემცირება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.