Magdalena Posted October 16, 2020 Posted October 16, 2020 SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მალე დაიწყება საქალაქო ქროსოვერ Model Y-ის ახალი ვერსიის წარმოება: საუბარია შვიდადგილიან მოდიფიკაციაზე. მასკის თქმით, დასახელებული მოდელის სერიული წარმოება მომდევნო თვიდან დაიწყება. პირველი მიწოდება დაგეგმილია დეკემბრის დასაწყისისთვის. Tesla-ს ვებ-გვერდზე მოცემულია, რომ შვიდადგილიანი კონფიგურაცია ოფციის სახით 3 ათას აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი (სტანდარტულ ავტომობილში გათვალისწინებულია ხუთი ადგილი). ამგვარი სალონის შეკვეთა შესაძლებელი იქნება Long Range და Performance კომპლექტაციებში. პირველ შემთხვევაში სვლის მარაგი ერთ დამუხტვაზე აღწევს 506 კილომეტრს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება - 4.8 წამს. მეორე შემთხვევაში ეს მონაცემებია 466 კმ და 3.5 წამი. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Tesla-მ აწარმოა 145 ათასი ელექტრომობილი და მომხმარებლებს წარუდგინა თითქმის 140 ათასი მანქანა. ამასთან, გამოვიდა 128 044 ელექტრომობილი Model 3/Y და გაიყიდა ამ მოდელებიდან 124 100 ავტომობილი. Model Y-ის ფასი ამჟამად 49 990 აშშ დოლარიდან იწყება. ავტომობილი აღჭურვილია ორი ელექტრო ძრავით და სრული სვლის სისტემით. https://bit.ly/3j0qrCn
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now