Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AOC-მა და სტუდია Porsche Design-მა განაცხადეს ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ახალი სერიის მონიტორების წარმოებას. ხსენებული მონიტორები განკუთვნილი იქნება გეიმინგ დესკტოპ მოწყობილობებისთვის. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის მიზანია ტექნოლოგიებისა და ძალისხმევის გაერთიანება პრემიუმ-კლასის მიმზიდველი მოწყობილობების ასამზადებლად. 

თანამშრომლობის შედეგად გამოვა გეიმერული მონიტორები Porsche Design AOC Agon. ამგვარი პანელების მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა პარტნიორები აცხადებენ, რომ კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცზე ნაკლები არ იქნება. 

ცნობილია, რომ AOC-ისა და Porsche Design-ის პირველი ერთობლივი პროდუქტების წარდგენა მოხდება შემოდგომის ბოლომდე - მიმდინარე ან მომდევნო თვის ბოლოს. ახალი მონიტორების შესახებ უფრო დეტალურად კომპანიები უახლოეს დროში ისაუბრებენ. 

image.jpeg 

IDC-ის პროგნოზით, 2020 წელს გეიმინგ-კომპიუტერებისა და მონიტორების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 49.6 მლნ ერთეული იქნება. თუკი ეს პროგნოზი გამართლდება, 2019 წელთან შედარებით ზრდის მაჩვენებელი 16.2% იქნება. საერთო მოცულობაში გეიმერული მონიტორების წილი დაახლოებით 12.4 მლნ ერთეულია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.