Jump to content

Recommended Posts

Posted

ჯერ კიდევ 2015 წელს AMD-ს ჰქონდა ამბიციური იდეა: შეექმნა კომპაქტური გეიმინგ-სისტემა Project Quantum ორი გრაფიკული პროცესორითა და თხევადი გაგრილების რთული სისტემით. თავდაპირველად კონსტრუქცია დაექვემდებარა გამარტივებას, შემდეგ პროექტზე მუშაობა გადაიდო. ამჟამად კი სისტემის კორპუსის ფოტოები გამოჩნდა AMD-ს ახალ საპატენტო განაცხადში - როგორც ჩანს, პროექტი უნდა გაცოცხლდეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Diit.cz 

ხუთი წლის წინ AMD-მ ამჯობინა მოეცადა Project Quantum-ისთვის ბაზარზე უფრო მაღალი წარმადობის კომპონენტების გამოსვლამდე, ადრეულ პროტოტიპებში გამოყენებული იყო პროცესორი Intel Core i7-4790K და დედა დაფა ASRock Z97E-ITX/AC. ორი გრაფიკული პროცესორის ნაცვლა კომპაქტურ კორპუსში განავსებული იყო მხოლოდ ერთი, თხევადი გაგრილების სისტემა კი ცალკეულ კორპუსში იყო მოქცეული (ზედა ფოტოზე). 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Diit.cz 

თუ დავაკვირდებით ადრეული პროტოტიპების უკანა პანელს, შეიმნევა დამაკავშირებელი გაგრილების სისტემასან. 15 სექტემბერს შეტანილ საპატენტო განაცხადში AMD-ს მოყვანილი აქვს ილუსტრაციები, რომლებზეც დაკავშირების ადგილას განთავსებულია უცნაური კონექტორი ათი კონტაქტით. როგორც ჩანს, იგი აუცილებელია კვების გარე ბლოკთან მიერთებისთვის. ცხადია, სისტემა თავიდანვე მცირე ზომისად იყო ჩაფიქრებული და გარკვეული კომპონენტების გარეთ გატანა გახდა საჭირო. მეორე მხრივ, ასეთი გამოსავალი საშუალებას გვაძლევს ველოდოთ, რომ გეიმინგ-სისტემში მოხდება მაღალი წარმადობის კომპონენტების განავსება, რადგან საჭირო გახდა ასეთი კონექტორების მქონე კვების გარე ბლოკი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: USPTO, AMD 

უსადენო კავშირების ადაპტერების კონექტორების პარალელურად კორპუსის უკანა პანელზე მოცემულია მონიტორთან დაკავშირებისთვის საჭირო პორტების შამბეჭდავი რაოდენობა. ხელმისაწვდომია ერთი DVI, სულ მცირე სამი HDMI და ოთხი DisplayPort, მათი თითქმის ნახევარი რეალიზებულია დედა დაფის ძალისხმევით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა მიანიშნებდეს სისტემის შემადგენლობაში დისკრეტული ვიდეო დაფის გამოყენების აუცილებლობაზე: საბაზისო კონფიგურაციებში მათ მოვალეობას შეასრულებს ჰიბრიდული პროცესორი ინტეგრირებული გრაფიკით. განვითარდება თუ არა პროექტი, ჯერ უცნობია, თუმცა საპატენტო განაცხადის არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ AMD რეალურად მუშაობს უჩვეულო ფორმის კორპუსის მქონე გეიმინგ-სისტემაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.