Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია GIGABYTE დაამზადა ახალი, მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერები Brix Pro: მოწყობილობების გაყიდვა უახლოეს დროში დაიწყება, მათ საფუძვლად უდევს AMD-ის აპარატული პლატფორმა. 

image.jpeg 

ნეტტოპების კორპუსის მოცულობა მხოლოდ 1.16 ლიტრია: გაბარიტები შეადგენს 196,2 × 44,4 × 140 მილიმეტრს. წარმოდგენილია მოდელები GB-BSRE-1505 და GB-BSRE-1605: პირველი მათგანის შემთხვევაში გამოყენებულია პროცესორი Ryzen Embedded R1505G (2 ბირთვი; 4 ნაკადი; 2.4–3.3 გჰც), მეორეში - ჩიპი Ryzen Embedded V1605B (4 ბირთვი; 8 ნაკადი; 2.0–3.6 გჰც). 

image.jpeg 

კომპიუტერებს აქვთ DDR4-2400 სტანდარტის 32 გბ ოპერატიული მეხსიერება ორი SO-DIMM მოდულის სახით. შესაძებელია განთავსდეს SATA 3.0 ინტერფეისის მქონე დისკი და M.2 PCIe x4/SATA მოდული. 

ნეტტოპები წარმოდგენილია ორპორტიანი ქსელური კონტროლერით Realtek RTL8111H GbE LAN, აქვთ Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე აუდიო კოდეკი ALC 269. 

image.jpeg 

ფრონტალურ პანელზე მოცემულია ოთხი პორტი USB 2.0, კონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის. უკანა მხარეს განთავსებულია სამი ინტერფეისი HDMI 2.0, ორი პორტი USB 3.1 Gen2 და ორი კონექტორი ქსელის სადენებისთვის. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.