Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-მა თავის ვებ-გვერდზე განათავსა პროცესორი Core i3-10100F, რომელიც არ შედიოდა მეათე თაობის Comet Lake-S პროცესორების ჩამონათვალში. Intel i3-10100F მზადაა გახდეს ბიუჯეტური გეიმინგის ახალი ჩემპიონი, მას აქვს 14-ნანომეტრიანი ჩიპი Comet Lake, 4 ბირთვი და 8 ნაკადი, 3.6 გჰც საბაზისო სიხშირე და მაქსიმალური - 4.3 გჰც. TDP-ის დონე 65 ვატია და მცირე მოხოვნა აქვს გაგრილებისადმი, რაც კარგ სიახლეს წარმოადგენს ბიუჯეტური სისტემებისთვის. 

image.jpeg 

i3-10100F-ს არ აქვს ინტეგრირებული გრაფიკა, თუმცა შესაძლებელია დისკრეტულ გეიმინგ ვიდეო დაფასთან წყვილში გამოყენება. Intel Core i3-10100F-ის ფასი იქნება 80-98 აშშ დოლარი, იგი კონკურენციას გაუწევს დაბალბიუჯეტურ AMD Ryzen 3 3300X-ს, რომელიც დამყარებულია Zen 2 არქიტექტურაზე, დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, აქვს 4 ბირთვი და 8 ნაკადი. Core i3-10100F-თან შედარებით Ryzen 3 3300X-ის საბაზისო სიხშირე 200 მეგაერცით მაღალია, ასევე მესამე დონის ქეშ-მეხსიერება Intel-ის ჩიპთან შედარებით 10 მბ-ით მეტია. 

image.jpeg 

AMD Ryzen 3 3300X-ს Core i3-10100F-ის მსგავსად არ აქვს ინტეგრირებული გრაფიკა, მისი TDP-ის დონეს 65 ვატია და Core i3-10100F-ის იდეალური კონკურენტია. AMD Ryzen 3 3300X-ის კომპლექტაციაში შედის ქულერი Wraith Stealth, Intel Core i3-10100F-ს კი დიდი ალბათობით ექნება იგივე ქულერი, რომელსაც Intel-ი მთელი ეს წლები იყენებდა. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ ვერა Core i3-10100F, რომ გეიმინგ წარმადობით კონკურენცია გაუწიოს Ryzen 3 3300X-ს, თუმცა Intel i3-10100F აშკარა გამარჯვებუი გამოვა, თუკი კომპანია შეძლებს ბაზარი უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობის მოდელებით.  

  • Upvote 1
Posted

კარგია კონკურენცია, ვინ იფიქრებდა 5 წლის წინ, რომ ინტელი 4/8-ზე ი3-ს გამოუშვებდა და 80 დოლარად გაყიდიდა, მადლობა ამდ-ს :D 

Posted

i7-7700 non-k ოდნავ სუსტი იქნება ეგეთი, ინტეგრირებულის გარეშეა, ანუ ჩემს კი აჯობებს საკმაოთ ფპს-ით

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.