Magdalena Posted October 9, 2020 Posted October 9, 2020 Bitcoin-ი რჩება ტრადიციული ფინანსური სისტემის რისკების ჰეჯირების ინსტრუმენტად და არ კორელირებს ჩვეულებრივ აქტივებთან, განაცხადა ვენჩურული კომპანია Social Capital-ის დამფუძნებელმა Chamath Palihapitiya-მ. CNBC-სთან ინტერვიუში მან საზოგადოებას მოუწოდა ნუ კონცენტრირდებიან Bitcoin-ის მოკლევადიან დინამიკაზე და აღნიშნა, რომ მისი შეხედულებები ეწინააღმდეგება თანამედროვე სამყაროს მართვის წესებს. Palihapitiya-მ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყოველი საინვესტიციო პორტფელის 1% Bitcoin-ს უნდა ეკავოს. „ეს არის დაზღვევა, რომელსაც ვიყენებ, რათა ღამით მშვიდად მეძინოს ისეთი შემთხვევისთვის, თუკი ცენტრალური ბანკები და მსოფლიო ხელისუფლებები კრახს განიცდიან“ - განაცხადა Social Capital-ის დამფუძნებელმა. მისი აზრით, სწორედ ტრადიციული ფინანსური სამყაროს „აფეთქება“ განაპირობებს Bitcoin-ის მკვეთრი ზრდის პროვოცირებას. თუკი ამგვარი რამ მოხდება, კრიპტოვალუტა უზრუნველყოფს შესაძლებლობების გადანაწილებას. „ფინანსები ხელმისაწვდომი გახდება მილიარდობით ადამიანისთვის. ეს ის ფაქტორია, რომელმაც სიამაყე და აღფრთოვანება უნდა გამოიწვიოს“ - განაცხადა Palihapitiya-მ. როგორც ადრე Social Capital-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, Bitcoin-ი „გამარჯვებულის აქტივის“ საუკეთესო ილუსტრაციაა. https://bit.ly/2Gsa9F7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.