Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Bitcoin-ი რჩება ტრადიციული ფინანსური სისტემის რისკების ჰეჯირების ინსტრუმენტად და არ კორელირებს ჩვეულებრივ აქტივებთან, განაცხადა ვენჩურული კომპანია Social Capital-ის დამფუძნებელმა Chamath Palihapitiya-მ.  

CNBC-სთან ინტერვიუში მან საზოგადოებას მოუწოდა ნუ კონცენტრირდებიან Bitcoin-ის მოკლევადიან დინამიკაზე და აღნიშნა, რომ მისი შეხედულებები ეწინააღმდეგება თანამედროვე სამყაროს მართვის წესებს. 

Palihapitiya-მ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყოველი საინვესტიციო პორტფელის 1% Bitcoin-ს უნდა ეკავოს. 

„ეს არის დაზღვევა, რომელსაც ვიყენებ, რათა ღამით მშვიდად მეძინოს ისეთი შემთხვევისთვის, თუკი ცენტრალური ბანკები და მსოფლიო ხელსუფლებები კრახს განიცდიან“ - განაცხადა Social Capital-ის დამფუძნებელმა. 

მისი აზრით, სწორედ ტრადიციული ფინანსური სამყაროს „აფეთქება“ განაპირობებს Bitcoin-ის მკვეთრი ზრდის პროვოცირებას. თუკი ამგვარი რამ მოხდება, კრიპტოვალუტა უზრუნველყოფს შესაძლებლობების გადანაწილებას.  

ფინანსები ხელმისაწვდომი გახდება მილიარდობით ადამიანისთვის. ეს ის ფაქტორია, რომელმაც სიამაყე და აღფრთოვანება უნდა გამოიწვიოს“ - განაცხადა Palihapitiya-მ. 

როგორც ადრე Social Capital-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, Bitcoin-ი „გამარჯვებულის აქტივის“ საუკეთესო ილუსტრაციაა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.