Magdalena Posted October 9, 2020 Posted October 9, 2020 NVIDIA-მ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო სათანადოდ დაეკმაყოფილებინა მომხმარებლების მოთხოვნა საბაზისო RTX 3080 და 3090 დაფებზე, და უკვე ვრცელდება ცნობები, რომ გამოვა განახლებული მოდელები გაზრდილი ვიდეომეხსიერებით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რესურსი videocardz.com კომპანიის შიდა წყაროებზე დაყრდნობით. ხსენებული რესურსის ინფორმაციით, NVIDIA-ს გეგმა - გამოეშვა 3070 Ti მოდელი 6144 CUDA ბირთვით, ჩაიშალა GA104 ჩიპების წარმოების სიმცირის გამო. ამის ნაცვლად კომპანია კონცენტრირდა განახლებული GeForce RTX 3070 დაფის გამოშვებაზე, მას 16 გიგაბაიტამდე ვიდეომეხსიერება ექნება. პარალელურად, გაუმჯობესება შეეხება უფროს მოდელ RTX 3080-საც, რომელსაც, რესურსის ინფორმაციით, 20 გბ მეხსიერება ექნება. ამ გრაფიკული დაფების გამოსვლა უნდა შედგეს მიმდინარე წლის დეკემბერში. ყველაზე საინტერესო ამბავი ახალ გრაფიკულ ადაპტერებთან დაკავშირებით გახლავთ საშუალობიუჯეტური ვიდეო დაფა GeForce RTX 3060 Ti. იგი დამყარებული იქნება 8-ნანომეტრიან ჩიპ GA104-200-ზე (4864 CUDA-ბირთვი) და ექნება 8 გბ GDDR6 მეხსიერება. მისი გამოსვლა ნოემბრის შუა პერიოდშია მოსალოდნელი. ყველა ეს დაფა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ახალ AMD RDNA2 გრაფიკულ ჩიპებზე, რომელთა შესახებ ცნობები 28 ნოემბერს გამოცხადდება. https://bit.ly/3iHJX6c
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now