Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ბრიტანეთის ფინანსური მეთვალყურეობის სამმართველომ (FCA) აკრძალა კრიპტოვალუტებზე დაფუძნებული დერივატივებისა და გაცვლითი სავაჭრო ბანკნოტების (ETN) რეალიზაცია საცალო მოვაჭრეებისთვის. 

FCA მიიჩნევს, რომ ეს პროდუქტები არ არის შესაფერისი საცალო ინვესტორებისთვის მრავალი მიზეზის გამო. მათ შორის რეგულატორმა აღნიშნა ინვესტორების მიერ კრიპტოაქტივების არასაკმარისი აღქმა და ციფრული ვალუტების არასტაბილურობა. FCA დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ, საცალო მოვაჭრეებს არ შეუძლიათ სათანადოდ შეაფასონ ამ პროდუქტებთან დაკავშირებული რისკები. 

მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, აკრძალვა ხელს შეუწყობს საცალო ინვესტორებისთვის დანაკარგების შემცირებას. 

ახალი წესები ეხება: 

  • კომპანიებს, რომლებიც უშვებენ კრიპტოდერივატივებს; 

  • მათ მომწოდებლებს, რომლთა შორისაა ბროკერები, საინვესტიციო პლატფორმები და ფინანსური კონსულტანტები; 

  • კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ასეთ პროდუქტებს; 

  • სავაჭრო პლატფორმების ოპერატორებს; 

  • საცალო მომხმარებლებსა და სამომხმარებლო ორგანიზაციებს. 

აკრძალვა ძალაში შევა 2021 წლის 6 იანვარს. 

შეგახსენებთ, საცალო ინვესტორებისთვის კრიპტო დერივატივების აკრძალვის შესახებ ინიციატია FCA-მ ჯერ კიდევ 2018 წელს წამოაყენა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით მარეგულირებელმა ორგანომ კონსულტაციები გასულ წელს დაიწყო. 

2019 წლის ოქტომბერში მსოფლიოს ბირჟების ფედერაციამ, რომელშიც გაერთიანებუია საბირჟო ოპერატორები, მათ შორის Exchange (ICE), Nasdaq, Deutsche Boerse, CME Group და London Stock Exchange Group – FCA-ს თხოვნით მიმართა ინიცატივაზე უარის სათქმელად. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.