Magdalena Posted October 6, 2020 Posted October 6, 2020 სექტემბრის დასაწყისში Intel-მა წარადგინა მეთერთმეტე თაობის Core-პროცესორები კოდური დასახელებით - Tiger Lake. განახლებულ 10-ნანომეტრიან ტექნოპროცესა და Willow Cove არქიტექტურაზე გადასვლის გარდა, ახალმა პროცესორებმა მიიღეს მე-12 თაობის ინტეგრირებული გრაფიკა Xe-LP არქიტექტურის ბაზაზე, რომელმაც Intel-ის პროცესორებს საშუალება მისცა დაწეოდნენ და წარმადობით გაესწროთ კიდეც კონკურენტი ენერგოეფექტური ჰიბრიდული AMD Ryzen U პროცესორებისთვის. ინტეგრირებულ ვიდეობირთვ Iris Xe-ის მთავარი ღირსებაა მცირე ენერგომოხმარება, 96 ბლოკი 768 ნაკადური პროცესორით, რომლებიც 1.35 გჰც-მდე სიხშირეზე მუშაობენ. შედეგად შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვნად გაზრდილიყო წარმადობა წინა თაობასთან შედარებით და შენარჩუნებულიყო მაღალი ენერგოეფექტურობა. ამჟამად არსებულ Iris Xe მოდელებში გრაფიკული ბირთვის მაქსიმალური სიხშირე არ აღემატება 1.35 გჰც-ს, რაც არც ისე ბევრია. თუმცა Intel-მა ადრე შემთხვევით გაამხილა უფრო მძლავრი Iris Xe MAX ვერსიის არსებობა, რომელიც ახლახანს გამოჩნდა კიდეც SiSoftware-ის მონაცემთა ბაზაში. გრაფიკული ჩიპის გაუმჯობესებულ ვერსიას აქვს 1.55 გჰც სიხშირე, რაც 200 მეგაჰერცით მეტია ამჟამად არსებულ მოდელთან შედარებით. ფოტოს წყარო: news.mydrivers.com სავარაუდოდ, Iris Xe MAX „თანამეზობლობას“ გაუწევს 4-ბირთვიან მობილურ Tiger Lake-H პროცესორს. თეორიულად, 1.55 გჰც-მდე გაზრდილი სიხშირე წარმადობის დონეს დაახლოებით 15%-ით აამაღლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად არსებული Tiger Lake-U პროესორების ბაზაზე არსებული პროდუქტების წარმადობა ზოგიერთ აპლიკაციაში 67%-ით მაღალია, ვიდრე Vega 8-ის მქონე AMD Ryzen 7 4800U-ის შემთხვევაში, Tiger Lake-H კონკურენციას გაუწევს ახალ მობილურ APU AMD Ryzen 5000-ს. https://bit.ly/33ArLaF Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.