Jump to content

Recommended Posts

Posted

სექტემბრის დასაწყისში Intel-მა წარადგინა მეთერთმეტე თაობის Core-პროცესორები კოდური დასახელებით - Tiger Lake. განახლებულ 10-ნანომეტრიან ტექნოპროცესა და Willow Cove არქიტექტურაზე გადასვლის გარდა, ახალმა პროცესორებმა მიიღეს მე-12 თაობის ინტეგრირებული გრაფიკა Xe-LP არქიტექტურის ბაზაზე, რომელმაც Intel-ის პროცესორებს საშუალება მისცა დაწეოდნენ და წარმადობით გაესწროთ კიდეც კონკურენტი ენერგოეფექტური ჰიბრიდული AMD Ryzen U პროცესორებისთვის.  

image.jpeg 

ინტეგრირებულ ვიდეობირთვ Iris Xe-ს მავარი ღირსებაა მცირე ენერგომოხმარება, 96 ბლოკი 768 ნაკადური პროცესორით, რომლებიც 1.35 გჰც-მდე სიხშირეზე მუშაობენ. შედეგად შესაძებელი გახდა მნიშვნელოვნად გაზრდილიყო წარმადობა წინა თაობასთან შედარები და შენარჩუნებულიყო მაღალი ენერგოეფექტურობა. 

ამჟამად არსებულ Iris Xe მოდელებში გრაფიკული ბირთვის მაქსიმალური სიხშირე არ აღემატება 1.35 გჰც-ს, რაც არც ისე ბევრია. თუმცა Intel-მა ადრე შემხვევით გაამხილა უფრო მძლავრი Iris Xe MAX ვერსიის არსებობა, რომელიც ახლახანს გამოჩნდა კიდეც SiSoftware-ის მონაცემთა ბაზაში. გრაფიკული ჩიპის გაუმჯობესებულ ვერსიას აქვს 1.55 გჰც სიხშირე, რაც 200 მეგაჰერცით მეტია ამჟამად არსებულ მოდელთან შედარებით. 

image.png 

ფოტოს წყარო: news.mydrivers.com 

სავარაუდოდ, Iris Xe MAX თანამეზობლობას“ გაუწევს 4-ბირთიან მობილურ Tiger Lake-H პროცესორს. თეორიულად, 1.55 გჰც-მდე გაზრდილი სიხშირე წარმადობის დონეს დაახლოებით 15%-ით აამაღლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ამამად არსებული Tiger Lake-U პროესორების ბაზაზე არსებული პროდუქტების წარმადობა ზოგიერთ აპლიკაციაში 67%-ით მაღალია, ვიდრე Vega 8-ის მქონე AMD Ryzen 7 4800U-ის შემთხვევაში, Tiger Lake-H კონკურენციას გაუწევს ახალ მობილურ APU AMD Ryzen 5000-ს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.