Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

NASA-მ აამოქმედა ახალი პროექტი სახელწოებით Planet Patrol“. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მათ დაუგროვდათ ბევრი ინფორმაცია შორეული სამყაროების, ეგზოპლანეტების - მათ შორის, პოტენციურად დასახლებულების, შესახებ. მონაცემთა გაანალიზებისთვის კი არ ჰყოფნით სპეციალისტები და დრო, ასე რომ გარე დახმარება გარდაუვალია. 

კვლევის მთავარი ობიექტია ტრანზიტული ეგზოპლანეტები. ეს ობიექტები აღმოჩენილ იქნენ ტრანზიტული ფოტომეტრიის მეთოდის მეშვეობით, რომლის ფარგლებში აპარატურა აფიქსირებს შორეული ვარსკვლავების სიკაშკაშის პერიოდულ ცვლილებას მაშინ, როდესაც ეგზოპლანეტები გაივლიან მასსა და დედამიწაზე არსებულ დამკვირებლებს შორის სივრცეში. NASA-ს დაუგროვდა ამგვარი ჩაბნელებული ვარსკვლავების უამრავი ფოტო, თუმცა სააგენტო აღიარებს, რომ ჯერჯერობით ვერ შეძლეს მათი ანალიზისთვის საჭირო ეფექტური ალგორითმის შემუშავება. ადამიანის თვალი ამ დრომდე უკეთ რეაგირებს და არჩევს უცნაურობას გამოსახულებებზე, ვიდრე მანქანური ხედვა. 

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა NASA-ს მოხალისეები, გულისხმობს სურვილს - სცადონ მაქსიმალური რაოდენობით სხვადასხვა მეთოდი ზოპლანეტების ებისთვის. უკვე მოქმედებს პროექტი Planet Hunters TESS, რომლის მონაწილე პირები სწავლობენ ერთსა და იმავე ობიექტებს, თუმცა სხვადასხვა მეთოდით. რაც მეტია ინსტრუმენტი და ტექნოლოგია, მით უფრო მეტი სამუშაო ხელია საჭირო მათი გამოყენებისთვის, ასე რომ NASA სიხარულით მიიღებს ნებისმიერი სახის დახმარებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.