Magdalena Posted October 2, 2020 Posted October 2, 2020 აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა კომპანია Swipe-ის ახალი პროდუქტი - კრიპტოსავალუტო საკრედიტო ბარათი LendFi Visa Card, რომელშიც DeFi-პროტოკოლებია გამოყენებული. Swipe-ის საგადახდო ბარათის ემიტენტმა შეიმუშავა ახალი გადაწყვეტილება საგადახდო კომპანია Marqeta-სთან თანამშრომლობის შედეგად. მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საკრედიტო საშუალებები იგზავნება ბარათზე და ხელმისაწვდომი ხდება ოპერაციის განხორციელებისთანავე. LendFi Visa Card დაკავშირებულია დეცენტრალიზებულ პლატფორმა LendFi-სთან. ვირტუალური ბარათი გაიცემა პიროვნებისა და შეტანილი განაცხადის ვერიფიკაციის პროცედურების გავლის შემდეგ. სურვილისამებრ მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ ფიზიკური ბარათიც. შეგახსენებთ, 2020 წლის ივლისიდან მოყოლებული Swipe ეკუთვნის კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-ს. გარიგების ფარგლებში პლატფორმამ მიიღო SXP ტოკენების ნაწილი, Swipe-ზე კი დაემატა BNB ტოკენის მხარდაჭერა. ადრე პროცესინგ-სერვის Wirex-მა დააანონსა Mastercard-ის მხარდაჭერის მქონე ბარათის გამოშვება ევროპის ეკონომიკური ზონის მომხმრებლებისთვის. იგი დაკავშირებული იქნება 19 კრიპტოვალუტასა და ფიატურ აქტივებთან. https://bit.ly/2GdwaHu
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now