Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-ს ახალი ვიდეო დაფები გამოჩნდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ბაზაში. Gigabyte GeForce RTX 3060 Ti-ს ოთხი მოდელი აღმოაჩინა @KOMACHI_ENSAKA-მ, ესენია: AORUS Master (GV-N306TAORUS M-8GD), GAMING OC (GV-N306TGAMING OC-8GD), EAGLE OC (GV-N306TEAGLE OC-8GD), EAGLE (GV-N306TEAGLE-8GD). 

image.png 

ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ საშუალო სეგმენტის მოდელი GeForce RTX 3060 Ti გამოვიდოდა მალევე მას შედეგ, როდესაც NVIDIA დაიწყებდა GeForce RTX 3070-ის გაყიდვას. ვიდეო დაფა დამყარებული იქნება GA104 გრაფიკულ პროცესორზე, თუმცა ჩიპს ექნება მხოლოდ 4864 CUDA ბირთვი. ისევე როგორც RTX 3070-ს, დაფას ექნება 8 გბ GDDR6 ტიპის მეხსიერება 256 ბიტიანი სალტით. მეხსიერების სიჩქარეა 14 გბ/წმ. მაქსიმალური - 448 გბ/წმ. 

მოსალოდნელია, რომ Gigabyte-ის RTX 3060 Ti მოდელები დიდად განსხვავებული არ იქნება უკვე დაანონსებული RTX 3070 დაფისგან. ორივე ხაზში, დიდი ალბათობით, გამოყენებული იქნება ერთი და იგივე PCB - კვების ქვესისტემა კი მცირე განსხვავებებით. მოსალოდნელია, რომ RTX 3060 Ti დაფის ენერგომოხმარების დონე იქნება 180 ვატი, რაც 40 ვატით ნაკლებია RTX 3070-ის მაჩვენებელთან შედარებით. 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.