Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Tesla-ს გარკვეული ძალისხმევის გაწევა უწევს მიმდინარე წელს 500 აასი ელექტრომობილის გამოშვებისთვის, რადგანც კალიფორნიაში მავარი კონვეირი დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში პანდემიის გამო გაჩერებული იყო. როგორც რესურსი Barron’s აღნიშნავს, ილონ მასკის ამბიციები უფრო ფართოა - იგი 2027 წლისთვის აპირებს ელექტრომობილების წარმოების მოცულობა წელიწადში 20 მლნ ერთეულამდე გაზარდოს.  

image.jpeg 

2027 წლისთვის ელექტრომობილების მთლიანი ბაზრის მოცულობამ შესაძლოა 30 მლნ ეგზემპლარს მიაღწიოს, ასე რომ Tesla იქნება მსოფლიო აზრის 67%-ის პრეტენდენტი. იმისთვის, რომ შვიდი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოება ორჯერ გაიზარდოს, Tesla-ს მოუწევს ყოველწლიურად 70%-იანი ზრდა უზრუნველყოს. ზრდის ასეთი ტემპები კომპანიისთვის უკვე ნაცნობია, რადგანაც გასული შვიდი წლის განმავლობაში იგი ინარჩუნებდა საშუალოწლიურ 100%-იანი ზრდის ტემპს, თუმცა გაცილებით მცირე მოცულობით დაიწყო. 

ამჟამად ელექტრომობილების წარმოების მოცულობის ზრდისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს აკუმულატორების ნაკლებობა. მათ გამოშვებას Tesla დამოუკიდებლად აპირებს, რათა ნაწილობრივ გადაჭრას პრობლემა, თუმცა მობილიზებული იქნებიან გარეშე პარტნიორებიც. თუკი კორეულ საინფორმაციო მედიას დავუჯერებთ, კომპანია დაინტერესებულია შეიძინოს აკომულატორების მწარმოებელ LG Chem-ის აქციების 10%. Tesla-მ ბიზნესი Panasonic-თან თანამშრომლობით დაიწყო, ამჟამად კი სწორედ LG Chem გახლავთ მსოფლიოში აკუმულატორების უმსხვილეი მომწოდებელი. 

გასულ კვირაში მასკმა პირობა დადო, რომ სამი წლის განმავლობაში კომპანია მოაგვარებს 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილების გამოშვების საკიხს. მოგვიანებით მან განმარტა, რომ გერმანულ და ჩინურ ქარხნებში გამოვა ორი სხვადასხვა მოდელი ხსენებულ საფასო კატეგორიაში. მათი შემუშავებით დაკავდებიან ბერლინისა და შანხაის კვლევითი ცენტრები. აშშ-ის ფარგლებს გარეთ კი კომპანია კომპაქტური პიკაპის გამოშვებას აპირებს. ასეთი ტემპებით Tesla-ს შანსი აქვს 2027 წლისთვის გახდეს მსოფლიოს უმსხვილესი მანქანათმშენებელი კომპანია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.