Jump to content

Recommended Posts

Posted

ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ Lenovo თითქმის მზადაა დაიწყოს Thinkpad X1 Fold-ის მიწოდება, რომელიც, მისი მტკიცებით, გახლავთ პირველი ლეპტოპი დასაკეცი დრეკადი ეკრანით. მოწყობილობის მახასიათებლებისა და შესაბამისი აქსესუარების ანონსის შემდეგ კომპანიამ გამოაცხადა წინასწარი შეკვეთების დაწყება - მოწყობილობის ფასი 2499 აშშ დოლარს შეადგენს. 

image.jpeg 

Thinkpad X1 Fold-ს აქვს 13.3-დუიმიანი OLED-დისპლეი, რომელიც წიგნივით იკეცება. მხარეები ბოლომდე არ ხურება (ისევე, როგორც Galaxy Z Fold-ის შემთხვევაში, რჩება სივრცე), ამიტომ საკმარისი ადგილია მინი-კლავიატურისთვის Bluetooth-ით, რომელიც Lenovo-მ სპეციალურად ამ მოწყობილობისთვის შეიმუშავა. X1 Fold-ს შეუძლია კლავიატურის დამუხტვა უსადენოდ. დანარჩენი აქსესუარებია Lenovo Mod Pen და Easel Stand. 

image.jpeg 

სისტემა მუშაობს Windows 10-ზე და აქვს პროცესორი Intel Core (Lakefield) - Intel Hybrid ტექნოლოგიით. ასევე ხელმისაწვდომია ლეპტოპ-პლანშეტის ვარიანტი 5G მოდულით, თუკი მომხმარებელს სურვილი აქვს მუდმივა კავშირზე იყოს. 

Lenovo-ს არ განუცხადებია, როდის დაიწყება X1 Fold-ის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ადრე მიწოდება დაგეგმილი იყო მიმდინარე წლის შუა პერიოდისთვის, თუმცა ცხადია ეს ვერ მოხერხდა. თუმცა ის ფაქტი, რომ კომპანიამ დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება, აშკარა ნიშანია, რომ სისტემა მზადაა ბაზარზე გამოსვლისთვის: სავარაუდოდ, ეს პროცესი წლის ბოლომდე მოგვარდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.