Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალი წარმადობის პროცესორია Ryzen 9 3900X. მას აქვს 12 ბირთვი ბუსტ-რეჟიმში 4.6 გჰც სიხშირით და უზრუნველყოფს შესანიშნავ წარმადობას სამუშაო ამოცანებში. თუმცა, აბსოლუტური მაჩვენებლით გეიმინგში ეს 12-ბირთვიანი მონსტრიც კი ჩამორჩება Intel-ის 6-ბირთვიან ჩიპებს. მთავარი პრობლემა ტაქტის სიხშირეშია. ამ მაჩვენებლით „ლურჯები“ წინ არიან, თუმცა როგორც ჩანს მომდევნო თაობის პროდუქტების სახი AMD-მ ბევრი სიურპრიზი მოუმზადა მუდმივ მომხმარებლებს. 

image.png 

უკვე რამდენიმე თვეა ინტერნეტში ვრცელდება ცნობები Zen 3 არქიტექტურაზე დამყარებულ  ახალ Ryzen-პროცესორებში IPC-მაჩვენებლის გაზრდის შესახებ. როგორც ცნობილია, ეს ცნობები სრულებითაც არ არის მოარული ხმები, რადგანაც 12-ბირთვიანი Ryzen 9 5900X ჩიპის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს ფანატიკურ თეორიებს. როგორც ჩანს, საუბარი ეხება ერთ-ერთ ინჟინრულ ჩიპს, რომლის სიხშირე ბუსტ-რეჟიმში 5 გიგაჰერცს აღწევს. ასევე აღინიშნება, რომ საუბარია მხოლოდ ერთი ბირთვის აჩქარებაზე და არსებობს მოსაზრება, რომ ფინალური ვერსია ინჟინრულ ნიმუშზე ეფექტური აღმოჩნდება. 

ასეთი მაალი ტაქტის სიხშირე მარტივად არ მიიღწევა. დამატებითი 400 მეგაჰერცის მიღების შედეგად TDP-ის დონე 150 ვატამდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ჩვენ წინაშეა მომწიფებული 7-ნმ+ ტექნოპროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისაღებ ტემპერატურა ამგვარი კვების პირობებში. დამატები ცნობილია ისიც, რომ ახალი აობა შეძლებს IPC-ის 20%-იანი ზრდის უზრუნველყოფას. 

  • Thanks 2
Posted

გადავიდა თემა დაფებში

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.