Jump to content

Recommended Posts

Posted

SpaceX-მა განმეორებით უკვე არაერთხელ გამოიყენა რაკეტები, თუმცა გარკვეული მნიშვნელოვანი მისიები ამ დრომდე არ დაშვებულა. როგორც ჩანს ვითარება მალე შეიცვლება. კერძო კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა აშშ-ის კოსმოსურ ძალებთან, რაც გულისხმობს რაკეტა Falcon 9-ის გამოყენებას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კოსმოსური მისიებისთვის. 

image.jpeg 

რაკეტა SpaceX Falcon 9 ორბიტალური მისიით SAOCOM-1B 

ადრე გამოყენებული რაკეტა Falcon 9 ორბიტაზე გაიყვანს მეხუთე GPS III თანამგზავრს 2021 წელს. 

ბუნებრივია, გადაწყვეტილების ცვლილების უკან მარტივი პრაგმატიზმი დგას: რაკეტების განმეორებითი გამოყენების წყალობით აშშ-ის კოსმოსური ძალები ელოდებიან 52.7 მლნ აშშ დოლარის დაზოგვას მხოლოდ GPS III მისიების ფარგლებში. შესაძლოა, თავად SpaceX-საც არ გააჩნია დიდი სურვილი - აწარმოოს მეტისმეტად ბევრი Falcon 9 რაკეტა, რადგანაც ამჟამად კომპანიის ყურადღება მიმართულია კოსმოსურ რაკეტა Starship-ის პროექტსა და სუპერმძიმე რაკეტა Super Heavy-ს მიმართ. 

ასეა თუ ისე, ზემოთხსენებული გადაწყვეტილება SpaceX-ისადმი ნდობის ზრდას გამოხატავს. კომპანიამ უკვე ითამაშა გადამწყვეტი როლი აშშ-ის ხელისუფლებისთვის ისეთი პროექტის ამოქმედების ფარგლებში, როგორიცაა Crew Dragon, თუმცა ახალი კონტრაქტი დამატებით მოწმობს, რომ ხელისუფლება დარწმუნებულია კომპანიის საიმედოობაში. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.