Magdalena Posted September 29, 2020 Posted September 29, 2020 SpaceX-მა განმეორებით უკვე არაერთხელ გამოიყენა რაკეტები, თუმცა გარკვეული მნიშვნელოვანი მისიები ამ დრომდე არ დაშვებულა. როგორც ჩანს ვითარება მალე შეიცვლება. კერძო კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა აშშ-ის კოსმოსურ ძალებთან, რაც გულისხმობს რაკეტა Falcon 9-ის გამოყენებას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კოსმოსური მისიებისთვის. რაკეტა SpaceX Falcon 9 ორბიტალური მისიით SAOCOM-1B ადრე გამოყენებული რაკეტა Falcon 9 ორბიტაზე გაიყვანს მეხუთე GPS III თანამგზავრს 2021 წელს. ბუნებრივია, გადაწყვეტილების ცვლილების უკან მარტივი პრაგმატიზმი დგას: რაკეტების განმეორებითი გამოყენების წყალობით აშშ-ის კოსმოსური ძალები ელოდებიან 52.7 მლნ აშშ დოლარის დაზოგვას მხოლოდ GPS III მისიების ფარგლებში. შესაძლოა, თავად SpaceX-საც არ გააჩნია დიდი სურვილი - აწარმოოს მეტისმეტად ბევრი Falcon 9 რაკეტა, რადგანაც ამჟამად კომპანიის ყურადღება მიმართულია კოსმოსურ რაკეტა Starship-ის პროექტსა და სუპერმძიმე რაკეტა Super Heavy-ს მიმართ. ასეა თუ ისე, ზემოთხსენებული გადაწყვეტილება SpaceX-ისადმი ნდობის ზრდას გამოხატავს. კომპანიამ უკვე ითამაშა გადამწყვეტი როლი აშშ-ის ხელისუფლებისთვის ისეთი პროექტის ამოქმედების ფარგლებში, როგორიცაა Crew Dragon, თუმცა ახალი კონტრაქტი დამატებით მოწმობს, რომ ხელისუფლება დარწმუნებულია კომპანიის საიმედოობაში. https://bit.ly/2GgCMEu Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.