Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ევროკომისიამ წარადგინა კრიპტოვალუტებისა და Stablecoin-ების რეგლირების წესები. 168-გვერდიან დოკუმენტში საუბარია არა მხოლოდ აქტივებისადმი მოთხოვნებზე, არამედ ბლოკჩეინ-პროექტებისთვის სატესტო სივრცის შექმნაზე. 

პროექტის ავტორების აზრით, ფართოდ გავრცელების პირობებში კრიპტოსავალუტო აქტივებს სჭირდება „საიმედო უფლებრივი ბაზა“ მკაფიო მოთხოვნებით. შემოთავაზებული დოკუმენტის მიზანია მომხმარებლებისა და ბაზრის მთლიანობის დაცვა. 

„კომისია ისწრაფვის ევროკავშირის ფინანსურ სექტორში ინოვაციების სტიმულირებისკენ, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური ციფრული სტარტაპების წახალისებისა და ნებისმიერი პოტენციური რისკის შემცირებისკენ“ -  ნათქვამია პრეს-რელიზში. 

კრიპტოვალუტებისა და Stablecoin-ებისთვის გამოცხადდება „უფრო მკაცრი მოთხოვნები“ კაპიტალის კონტროლის, ინვესტორების დაცვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით. კომპანია გვთავაზობს ინდივიდუალურ უფლებრივ რეჟიმს ამგვარი აქტივებისთვის. 

2022 წელს ევროკომისია გეგმავს მარეგულირებელი სივრცის ამოქმედებას. მასში კომპანიები გატესტავენ სმარტ-კონტრაქტებსა და ბლოკჩეინის ბაზაზე არსებულ პროდუქტებს. 

ოფიციალურ დოკუმენტში მოცემული მკაცრი მიდგომა რეგულირებისადმი შეესაბამება წინასწარ ვერსიას, რომელიც წინა კვირაში გახმაურდა. შეგახსენებთ, მასში ევროკომისიას ჰქონდა შემოთავაზება დადგენილიყო უფლებრივი ბაზა კრიპტოსავალუტო აქტივებისადმი ტრადიციული ფინანსური ინტრუმენტების ანალოგიურად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.