Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ფედერალური სარეზერვო სისტემის ინიციატივას ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) შესწავლი შესახებ რამდენიმ ფედერალური რეგიონალური ბანკი შეუერთდა. ცხრა სპეციალისტს შორის არიან პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებიც - აცხადებს ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი ლორეტი მესტერი. 

მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭო ფლობს ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს. ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია განაწილებული რეესტრის სხვადასხვა პლატფორმის შექმნითა და ტესტირები, რაა გაარკვიოს მათი პოტენციური უპირატესობები და კომპრომისები. 

მონეტარული ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ CBDC-ის გამოშვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

ექსპერიმენტები მნიშვნელოვანი კომპონენტია CBDC-ის სარგებლისა და ხარჯების შეფასებისას. საკითხები, რომლებიც წარმოიშვა ფინანსურ სტაბილურობასთან, ბაზრის სტრუქტურასთან, უსაფრთხოებასთან, კონფიდენციალურობასა და მონეტარულ პოლიტიკასთან მიმართებაში - კვლავ საჭიროებს ფრთხილად შესწავლას, ”- აცხადებს კლივლენდის ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი. 

აგვისტოში გამოცხადდა ჰიპოთეტური ციფრული დოლარის ექსპერიმენტირების დაწყება ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ. 

ივნისში ნიუ-იორკის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ინოვაციური ცენტრის შექმნის იდეით, რომელიც ფოკუსირდება ციფრულ ვალუტებსა და გადახდებზე. 

ივნისშივე ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბანკის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ციფრული დოლარის გამოშვება კომერციულ ბანკებს დაასუსტებს და ცენტრალური ბანკის ძალაუფლებას გააძლიერებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.