Jump to content

Recommended Posts

Posted

ილონ მასკმა განაცხადა, რომ მომდევნო წლის ბოლოს კომპანია აპირებს ელექტრომობილ Model S-ის პრემიალური დონის ახალი ვერსიის წადგენას - ეს იქნება მოდიფიკაცია Plaid.

image.jpeg 

მანქანაში გამოყენებული იქნება სამი ელექტრო ძრავი. რა საკვირველია, რეალიზებულია სრული სვლის სისტემა. ჯამური სიმძლავრეა 1100 ცხენის ძალაზე მეტი. 

0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო 2 წამზე ნაკლებს შეადგენს. მეოთხედი მილის, ანუ დაახლოებით 400 მეტრი მანძილის გადალახვა ელექტრომობილს 9 წამში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარეა 320 კმ/სთ. 

ტექნიკური მახასიათებლების თანახმად, Tesla Model S Plaid-ის ბატარეა ერთ სრულ დამუხტვაზე უზრუნველყოფს 830 კილომეტრზე მეტ გარბენს. 

image.jpeg 

სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის ავტოპილოტირების სისტემა. დამატებითი გადასახადის შემთხვევაში ოფციის სახით შემოთავაზებული იქნება ქალაქის ქუჩებში ავტომობილის დამოუკიდებლად გადაადგილების პაკეტი. 

ახალ ელექტრომობილზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია: ფასი შეადგენს 139 900 აშშ დოლარს. პირველი მყდველები ელექტრომობილებს მიიღებენ 2021 წლის ბოლოდან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.