Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

შ-ის ფინანსთა სამინისტროში შემავალმა ფულადი მიმოქცევის მარვის მარეგულირებელმა ორგანომ (OCC)  ეროვნულ ბანკებსა და ფედერალურ შემნახველ ასოციაციებს ნება დართო შეინახონ Stablecoin-ების ემიტენტების რეზერვები. 

OCC-ის წერილში ნათქვამია, რომ ნებართვა ეხება მხოლოდ იმ Stablecoin-ებს, რომლებიც მიბმულია ერთ ფიატურ ვალუტაზე 1:1 შეფარდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, რომ საფულედან კრიპტოგრაფიული (პირადი) გასაღებები ინახებოდეს "იდენტიფიცირებული მესამე მხარის მიერ, რომელიც ტრანზაციებსა და შენახვას ახორციელებს ანგარიშების მფლობელთა სახელით“. მარეგულირებლის თქმით, ეროვნულმა ბანკებმა დღეში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმონ, დაცულია თუ არა ყველა Stablecoin-ი რეზერვებით. 

OCC-ში ხაზგასმი აღნიშნეს, რომ ბანკებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ლიკვიდურობის რისკები და უფლებრივი შესაბამისობები Stablecoin-ების ემიტენტებან მუშაობისას, აგრეთვე უზრუნველყონ KYC / AML პროცედურების და ფასიანი ქაღალდების შესახებ არსებული ფედერალური კანონების დაცვა. 

აშშ-ის ფასიანი ქაალდებისა და ბირჟების კომისიამ აღნიშნა, რომ ციფრული აქტივები შეიძება არ იყოს ფასიანი ქაღალდები, თუმცა ემიტენტებს გაყიდვების წინ სააგენტოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდ. 

Coinbase-ის ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა და OCC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბანკები ყოველდღიურად არიან ჩართული Stablecoin-ებთან დაკავშირებულ მილიარდობით დოლარიან აქტივობებში. 

„ეს გადაწყვეტილება ბანკებს მარეგულირებელ სიცხადეს ანიჭებს“ - თქვა მან. 

შეგახსენებთ, ადრე OCC-მა ეროვნულ ბანკებს მომხმარებლების კრიპტოვალუტების შენახვის ნებართვა მისცა. ამის შემდეგ მსხვილმა მოთამაშეებმა - U.S. Bancorp-მა და PNC Financial Services Group-მა ინტერესი გამოხატეს ასეთი სერვისებისადმი. 

2019 წლის აგვისტოში Coinbase-მა დაადასტურა ინსტიტუციონალურ სამეურვეო ბიზნეს Xapo-ს შეძენა. მაშინ Coinbase Custody-ს განკარგულებაში აღმოჩნდა 7 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები, რის შედეგად კომპანია გახდა ციფრული აქტივების უმსხვილესი ინტიტუციონალური მეურვე. გარიგება 55 მლნ აშშ დოლარად შეფასდა. 

სხვა მსხვილ ამერიკულ კასტოდიალებს შორისაა Fidelity Digital Assets, BitGo და Bakkt. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.