Jump to content

Recommended Posts

Posted

ხმები PlayStation 5-ისთვის განკუთვნილი AMD-ის წუნდებული კომპონენტების რაოდენობის შესახებ უკვე უარყოფილია როგორც Sony-ს, ასევე AMD-ს მიერ, თუმცა ტაივანური წყაროები არ ცხრებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ 2021 წლის შუა პერიოდისთვის Sony-სა და Microsoft-ის ახალი კონსოლები დეფიციტური საქონელი გახდება, TSMC-ს კი მოკლე ვადებში არ შეუძია მოთხოვნის დაკმაყოფილება. 

image.jpeg 

გამომცემლობა Commercial Times აცხადებს, რომ გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი AMD-ის კომპონენტების სასარგებლო პროდუქციის დონე TSMC-ის კონვეირზე 58%-ს არ აღემატება, თუმცა წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ყველა გეიმინგ კონსოლი, რომელიც მიმდინარე წელს წინასწარი შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი იქნება, განაცხადების მიღებიდან მალევე გაიყიდება - დარწმუნებულნი არიან ტაივანური წყაროები. 

მიმდინარე წელს TSMC შეძლებს ახალი აობის კონსოლებისთვის გამოუშვას არაუმეტეს 102 ათასი სილიკონის ფირფიტა AMD-ის ჩიპებით, აღნიშნავს პირველწყარო. სიტუაციას ოდნავ აუმჯობესებს აშშ-ის სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ, როლის გამოც MediaTek უარს იტყვის ჩინური გიგანტისთვის 7-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვებაზე. ეს კი AMD-ს საშუალებას მისცემს გაარდოს გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი სილიკონის ფირფიტების წარმოება თვეში დამატებით 13 ათასი ერთეულით. თავად AMD შედეგად შევა TSMC-ის ხუთ უმსხვილეს დამკვეთს შორის, რადგანაც იგი მისგან სხვა 7-ნანომეტრიან პროდუქტებსაც მიიღებს. TSMC-ის სექტემბრის მოგებამ რეკორდულ დონეს უნდა მიაღწიოს, რაც ნაწილობრივ მოხდება ADM-ს კომპონენტების წარმოების წყალობით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.