Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, Gordon Moore-ის მიერ ფორმულირებული ემპირიული წესების თანახმად ტრანზისტორების რაოდენობა პროცესორის ფართობზე ყოველ ორ წელიწადში ორმაგდება. NVIDIA ცდილობს დაარღვიოს ტენდენცია, რის შედეგად გამომთვლელი სისტემების წარმადობა ყოველ ორ წელში არსებულთან შედარებით დამატებით კიდევ ორმაგად უნდა გაიზარდოს. 

image.jpeg 

NVIDIA-ს დამფუძნებელ Jensen Huang-ს მოსწონს გამეორება, რომ ე.წ. „მურის კანონი“ მკვდარია. მისი საკუთარი კანონი, The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორების თანახმად, წინ უსწრებს გამომთვლელი სისტემების წარმადობის ზრდის ტემპის წესებს. 2012 წლიდან ხელოვნური ინტელექტის სისტემებში გამოყენებული NVIDIA-ს კომპონენტების წარმადობა კომპანიის მონაცემებით 317-ჯერ გაიზარდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, NVIDIA-ს კომპონენტების საფუძველზე არსებული მსგავსი სისტემების წარმადობა ყოველწლიურად საშუალოდ ორჯერ-ზე მეტად იზრდებოდა. 

ARM-ის შეძენა, ბაზრის მონაწილეების აზრით, NVIDIA-ს საშუალებას მისცემს პროგრესი გააძიეროს ხელოვნური ინტელექტის სფეროში პერიფერიულ გამოთვლების ხარჯზე: სისტემის სწრაფად მუშაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოპერაციების ნაწილი შესრულდება პირდაპირ საბოლოო მოწყობილობის მიერ და არ გადაეცემა სერვერს. განვიარებულ სერვერულ ეკოსისტემასან ტანდემში ამგვარი რამ კომპანიას საშუალებას მისცემს ნიშვნელოვანი პროგრესი განიცადოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ახალი სფეროების შექმნაში. 

NVIDIA-სთვის მნიშვნელოვანია გამომთვლელი რესურსების ბალანსიც, რადგან თუკი გრაფიკული პროცესორები მნიშვნელოვნად გაუსწრებენ ცენტრალურ პროცესორებს სიჩქარის კუხით, „სუსტი რგოლი“ მთელი სისტემის განვითარებას შეაფერხებს. ARM-ის შესყიდვა მას საშუალებას მისცემს ფასეული აქტივი მიიღოს ცენტრალური პროცესორების წარმოების სფეროში. ARM-ის ვიცე-პრეზიდენტი Steve Roddy თვლის, რომ ე.წ. „ჰუანგის კანონი“ თავის თავს ამოწურავს ათ წელიწადში, თუმცა ამ დროის მანძილზე მიღწეულ იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვიარებაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.