Magdalena Posted September 21, 2020 Posted September 21, 2020 აშშ-ის უსაფრთხოების სამინისტრომ ( DHS ) გარე დეველოპერებს შესთავაზა მოიფიქრონ ციფრული საფულის სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინი. კონკურსის საპრიზო ფონდი 25 ათასი აშშ დოლარია. გამარჯვებულს გამოავლენს სააგენტოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველო. საკონკურსო პროგრამის მენეჯერმა კეიტლინ კენიონმა აღნიშნა, რომ სპეციალისტების გადატვირთულობის გამო ქვეგანყოფილებას არ ყოფნის ადამიანური რესურსები. კონკურსის მონაწილემ უნდა შეიმუშავოს გრაფიკული დიზაინი, რომელიც შეესაბამება DHS-ის მიზანს ბლოკჩეინისა და დეცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სფეროში. პროექტები უნდა იყოს გამოსაყენებლად მარტივი, ვიზუალურად თანმიმდევრული, უსაფრთხო და კონფიდენციალური. განაცხადების მიღება 15 ოქტომბერს დასრულდება. პირველი ეტაპის ფინალისტები გამოვლინდებიან 27 ოქტომბერს, საბოლოო შეჯამება კი ჩატარდება დეკემბერში. სამი ფინალისტი ჯილდოდ მიიღებს 5-5 ათას აშშ დოლარს, გამარჯვებული კი - 10 ათას აშშ დოლარს. საუკეთესო დიზაინები მოხვდება DHS-ის ბლოკჩეინ-პროექტების პორტფოლიოში. შეგახსენებთ, აშშ-ის საგადახდო სამსახურმა (IRS) 625 ათასი აშშ დოლარი შესთავაზა კონტრაქტორს, რომელიც შეძლებს გვერდი აუაროს Monero-სა და ანალოგიური კრიპტოვალუტების კონფიდენციალურობას. ადრე IRS-მა 249.9 ათას აშშ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანია Blockchain Analytics and Tax Software-თან. ამოცანას წარმოადგენდა კრიპტოსავალუტო ოპერაციების თვალყურის დევნების ინსტრუმენტების გაფართოება. https://bit.ly/3cgLPBA
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now