Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

The Block-ის მონაცემების თანახმად აგვისტოში Bitcoin-მაინერების შემოსავალი ივლისთან შედარებით დაახლოებით 23,19%-ით გაიზარდა და შეადგინა 368 მლნ აშშ დოლარი. ბლოკზე ჯილდოსა და საკომისიოების გათვალისწინებით აგვისტოში Bitcoin-მაინერბის შემოსავალი მაქსიმალური აღმოჩნდა ბოლო სამი თვის განმავლობაში, ასევე ჰალვინგის შემდეგ. საკომისიოს წილი ივლისში შეადგენდა 8.5%-ს, აგვისტოში კი შეადგინა 10.7%. 

რაც შეეხება Ethereum-ის მაინინგს, ერთ თვეში შემოსავალი გაიზარდა 98.2%-ით და მიაღწია 285.1 მლნ აშშ დოლარს, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია ბოლო 25 თვის განმავლობაში. ამ მაჩვენებლიდან 40.5% მოდის საკომისიოებზე იმ დროს, როდესაც მაისში მისი წილი 10%-ს შეადგენდა. Glassnode-ის მონაცემებით, ამჟამად Bitcoin-მაინერების მთელი საკომისიოს 10% მოდის დეპოზიტებზე ცენტრალურ ბირჟებზე. ამ დონემე მაჩვენებელი არ დაფიქსირებულ 2018 წლის იანვრის შემდეგ. 

2020 წლის დასაწყისში საბირჟო დეპოზიტებზე საკომისიო გადასახადზე მოდიოდა მაინერების შემოსავლის მხოლოდ 4%. ამავე დროს იზრდება საკომისიო Ethereum-ის ქსელში. თვეზე მეტი ხნის მანძილზე მაჩვენებელი 2$-ზე მეტი ფიქსირდებოდა, 2 სექტემბერს კი მიაღწია 15 აშშ დოლარიან აბსოლუტურ მაქსიმუმს, 9 სექტემბერს კი შემცირდა 2.67 აშშ დოლარამდე. 8-დან 10 სექტმებრამდე ზრდამ შეადგინა 70% - 4.55 აშშ დოლარამდე. 

 

Posted

ეგ მარტო დასაწყისია იძახიან ფასს კიდე გაზდრიანო ბიტკოინზე, ასე რომ მოგებაც უნდა გაიზარდოს შემდგომში, 15000$ თუ შეძლეს გაცდენა მერე უფრო კარგი მოგება ერგებათ მაინერებსაც და ვიდეოკარტებით მაინინგიც საკმაოთ გაძლიერდება ეგეთი კურსით, თუნდაც იგივე ეთერეუმზე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.